• Ƀ/$

101 წელი საქართველოში პირველი მრავალპარტიული, პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნებიდან

14 თებერვალი 15:32 | ანალიტიკა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნებიდან 101 წელი გავიდა. 1919 წლის 14 თებერვალს გამართულ დამფუძნებელი კრების არჩევნებში სოციალურ-დემკრატიულმა პარტიამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. 

1919 წლის არჩევნები დღევანდელი არჩევნებისგან რამდენიმე მიზეზით განსხვადებოდა: 1) საარჩევნო ასაკი იყო 20 წელი ნაცვლად ამჟამინდელი 18-ის; 2) არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდა. 71 წლის შემდეგ 1990 წელს საბჭოთა კავშირში ჩატარებულ პირველ მრავალპარტიულ არჩევნებშიც „მრგვალი მაგიდა“ ზვიად გამსახურდიას ხელმღვანებლობით სწორედ პროპორციულ არჩევნებს ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ კომპრომისულ ვარიანტზე - დღეს არსებულ შწერეულ სისტემაზე მოუწია დათანხმება. ძველ სისტემას საქართველო სავარაუდოდ 105 წლის შემდეგ - 2024 წელს დაუბრუნდება.


არჩევნებში მონაწილეობის მიღება საკმაოდ მარტივი იყო და საარჩევნო სიასთან ერთად საჭიროებდა მხოლოდ 50 ადამიანის ხელმოწერას. საბოლოოდ ბიულეტენზე 15 პარტია მოხვდა:


1. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია


2. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია


3. საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია


4. სომეხთა რევოლუციონური პარტია „დაშნაკციუთუნი"


5. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია


6. საქართველოს მუსულმანთა ეროვნული საბჭო


7. საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტია


8. საქართველოს ეროვნული პარტია


9. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტია


10. შოთა რუსთაველის ჯგუფი


11. დამოუკიდებელთა (უპარტიოთა) კავშირი


12. ბორჩალოს მაზრის მუსულმანები


13. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (რსდმპ)


14. „ესტეტიური ლიგა პატრიოტებისა"


15. ელინთა დემოკრატიული პარტია


არჩევნები 3 დღეს გაგრძელდა 14; 15 და 16 თებერვალს. ამომმრჩეველთა აქტიობამ 60%-ს მიაღწია. სოციალურ-დემკრატიულმა პარტიას ელექტორატის 81.5%-მა დაუჭირა მხარი, მან 130-დან 102 დეპუტატის გაყვანა შეძლო, 9 დეპუტატით იყო წარმოდგენილი სოციალ-ფედერალისტთა პარტია, ეროვნულ-დემოკრატები 8 წევრით, სოციალისტ-რევოლუციონერები 6-ით, „დაშნაკცუთუინი“ 3-ით და ეროვნული პარტია 2-ით.


130-დან 5 დეპუტატი ქალი იყო. მათ გააჩნდათ როგორც აქტიური, ასევე პასიური ხმის უფლება, რაც იმდროინდელ მსოფლიოში იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა. იგივე უფლება ქალებმა აშშ-ში 1920 წელს, ბრიტანეთში 1928 წელს, ესპანეთსა და პორტუგალიაში 1931 წელს, საფრანგეთსა და იაპონიაში 1945 წელს, სამხრეთ კორეაში 1948 წელს მოიპოვეს. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ხუთივერ მათგანს რეპრესიები შეეხო, მათგან 1 ანა სოლოღაშვილი 1937 წელს დახვრიტეს.


პირველი მოწვევის პარლამენტმა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტი - სეკულარულ პრინციპებზე დაფუძნებული კონსტიტუცია 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო, რომელმაც მხოლოდ 4 დღე შეძლო ფუნქციონირება.


თანასწორობა გენდერული, ეთნიკური და რელიგიური აღმსარებლობის განურჩევლად, სეკულარიზმი, სიკვდილით დასჯიას გაუქმება...  ამ ყველაფერს ევროპის ქვეყნების უმეტესობამ 20-იან წლებში ან მეორე მსოფლიო ომის მერე მიაღწია, ფინეთსა და შვეიცარიაში უკანასკნელი მსჰავრდებული სიკვდილით 1944 წელს დასაჯეს, ნორვეგიაში 1948 წელს, ავსტრიასა და დანიაში 1950 წელს, ნიდერლანდებში 1952 წელს, ბრიტანეთსა და საფრანგეთში 1977 წელს.


საქართველო იმდროინდელ ევროპას ეკონომიკურად ჩამორჩებოდა, მაგრამ დემოკრატიული თვალსაზრისით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე იმყოფებოდა. რესპუბლიკის არსებობა 3 წელზე ნაკლებ დროში საბჭოთა ოკუპაციამ დაასრულა, მას შემდეგ რაც რუსეთმა 1920 წლის 7 მაისს მისივე ხელმოწერილი დოკუმენტი დაარღვია და 1921 წლის 11 თებერვალს საქართველოს თავს დაესხა. ორკვირიანი ბრძოლების შემდეგ თბილისის თავზე დამპყრობლის წითელი დროშა აფრიალდა. სულ რაღაც 2 წელიწადში საქართველოს ფართობი 35%-ით 107.6 ათასიდან 69.7 ათას კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა, დღეს კი საქართველოს იურისდიქცია მხოლოდ 56 ათას კვადრატულ კილომეტრზე ვრცელდება ანუ 100 წლის წინანდელთან შედარებით 48%-ით ნაკლებზე.


მსგავს თემაზე:

29 წელი კომუნისტური დიქტატურის ფიასკოდან



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი