• Ƀ/$

სირიაში ასადის რეჟიმის მორიგი ვერტმფრენი ჩამოაგდეს

14 თებერვალი 16:31 | მედია ბიზნესისთვის - M2B

რამდენიმე წუთის წინ ალეპოს დასავლეთით სავარაუდოდ პრო-თურქმა მეამბოხეებმა ასადის რეჟიმის კუთვნილი მორიგი სამხედრო ვერტმფრენი (პირველადი ინფორმაციით რუსული წარმოების Mil Mi-24) ჩამოაგდეს.

 

აღნიშნული ქმედება ოპოზიციური ძალების მიერ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების ოპერაციის ფარგლებში განხორციელდა.


ადგილობრივი ინფორმაციით, სირიის სამთავრობო ძალების ვერტმფრენი ახალი დაკავებული ტერიტორიებისკენ მიფრინავდა, როდესაც მას ალეპოს დასავლეთ შემოგარენიდან რაკეტა ესროლეს.


აღნიშნული ინციდენტი სამი დღის მანძილზე მეორედ განხორციელდა. მანამდე ასადის არმიამ ვერტმფრენი სირიის ჩრილო-დასავლეთ ნაწილში დაკარგა.


 


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი