• Ƀ/$

ქუთაისის აეროპორტი ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდით მეორე ადგილზეა

14 თებერვალი 17:29 | მედია ბიზნესისთვის - M2B

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთნაკადის 41.6%-იანი ზრდით ევროპაში მეორე ადგილი დაიკავა. 

ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) მონაცემებით, 2019 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წინა წელთან შედარებით, 41.6 %  მეტ მგზავრს მოემსახურა.  საუბარია იმ აეროპორტებზე, რომელთა მგზავრთნაკადი ხუთ მილიონზე ნაკლებია.


გასულ წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ამ კატეგორიაში ევროპის აეროპორტებს შორის ლიდერობდა (+52.5). წელს კი პირველ ადგილზე რეიტინგში ჩრდილოეთ მაკედონიის ქალაქ ოჰრიდის აეროპორტი მოხვდა. (+72.1%).


იმ აეროპორტებს შორის, რომელთა მგზავრთნაკადი 25 მილიონზე მეტია, ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვენაშია (+17.1%); მეორე კატეგორიაში (10-დან 25 მილიონ მგზავრამდე) კიევის ბორისპოლის აეროპორტი ლიდერობს (+21.1%); მესამე კატეგორიაში (5-დან 10 მილიონ მგზავრამდე) – კრაკოვის აეროპორტი (+24.2%). დეკემბრის თვის მონაცემებით, ქუთაისი მცირე ზომის აეროპორტებს შორის ზრდით მეხუთე ადგილზე იყო (+44.6%).


ქუთაისის აეროპორტში 2020 წლის იანვარში მგზავრთნაკადი 43%-ით გაიზარდა და 79 759-ს მიაღწია. ასეთი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში აეროპორტი პირველად თავის არსებობის ისტორიაში, წლიურად 1 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურება.


მსგავს თემაზე:

ქუთაისის აეროპორტში 2013-2019 წლებში მგზავრთნაკადი 362%-ით გაიზარდა


ქუთაისის აეროპორტი კოპიტნარის სადგურს რკინიგზით დაუკავშირდება


ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადმა შესაძლოა 1 მლნ-ს გადააჭარბოს



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი