• Ƀ/$
{{ completed }}
მითითებულ მეილზე მოგივათ დასმულ კითხვაზე პასუხი. ჩვენ არ შეგაწუხებთ რეკლამებით!

ნავთობკომპანიების ზეწოლის გარდა კიდევ რა უშლის ხელს ელექტრომობილების მასობრივ გავრცელებას?

9 მაისი 17:15, 2018 წელი

ელექტრომობილის ისტორია ავტომობილის ისტორიასთან ერთად იწყება. 100 კმ/სთ ჯერ კიდევ 1899 წელს პირველმა ელექტრომობილმა განავითარა. პირველ მსოფლიო ომამდე ავტომობილების 1/3 ელექტრომობილი იყო. იმ პერიოდში ნავთობკომპანიებმა ნელ-ნელა ძალაუფლება მოიპოვეს. მას ისიც ემატებოდა, რომ ნავთობი იაი ღირდა, ელექტროობა ყველგან არ იყო, ცნება „გლობალური დათბობა“ არ არსებობდა. 90-იანი წლების ბოლოდან ვითარება შეიცვალა. დღეს მთავარი ხელისშემშლელეი ფაქტორი ფასია. ერთიდაიმავე კლასის ავტომობილი და ელექტრომობილი  სხვადასხვა ფასი ღირს. ელექტრომობილის ბიუჯეტური მოდელები კი შეზღუდვებით ხასიათდება და ერთ დამუხტვაზე 120 კილომეტრზე მეტი გავლა არ შეუძლიათ. აკუმულატორებზე ფასები მცირდება, ელექტრომობილების გაყიდვები კი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. მათი ჯამური რაოდენობა 3 მილიონს აჭარბებს, რაც მხოლოდ 0.3%-იან წილს აღნიშნავს, თუმცა ნორვეგიაში მიმდინარე წელს ელექტრომობილების გაყიდვებმა 50%-ს გადააჭარბა. სუბსიდიები და სხვა სახის შეღავათები, მაგალითად უპირატესობის მიცემა გადატვირთული მოძრაობის დროს, გაყიდვებზე დადებითად აისახება, თუმცა მთავარი სტიმული მაინც ფასის კლებაა. 2025 წლამდე ფასების გათანაბრებას ვარაუდობენ. ევროპაში 2030-2040 წლებში დაგეგმილია შიდაწვისძრავიანი ავტომობილების სრული აკრძალვა. ნორვეგია კი იმავეს 2025 წლიდან აპირებს.

ბანკ რესპუბლიკას აქტივები მილიარდ დოლარს აჭარბებდა და 315 მილონ ლარად გაიყიდა. რატომ ასე იაფად?

9 მაისი 17:14, 2018 წელი

კომპანია რამდენიმე კრიტერიუმით ფასდება. ესენია: აქტივების ღირებულება, კაპიტალიზაცია, შემოსავლები, წმინდა მოგება, ბრენდის ღირებულება. კომპანიის ღირებულება კაპიტალიზაციით განისაზღვრება. კაპიიტალიზაცია ესაა ყველა აქციის ჯამი. მასში შედის ყველა ფულადი და არაფულადი აქტივი, შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, ავტომობილები, ლიცენზიის საფასური, ბრენდის ღირებულება. ბანკის შემთხვევაში კი აქტივები ყოველთვის აჭარბებს კაპიტალიზაციას, რადგან ბანკისთვის მთავარი აქტივი გაცემული სესხია, რომლის დაბრუნებასაც ელის, მაგრამ აქტივებს დეპოზიტების სახით ვალდებულებები აბალანსებს. მაგალითად Bank of America-ს აქტივები $2.2 ტრლნ-ს შეადგენს, კაპიტალიზაცია კი მხოლოდ 232 მილიარდი დოლარი. ამის საპირისპიროდ ისეთი ტექნოლოგიური კომპანიის აქტივები როგორიცაა AMAZON 86 მილიარდია, კაპიტალიზაცია კი 9-ჯერ მეტი $778 მლრდ. „ბანკ რესპუბლიკას“ აქტივებიც სხვა ბანკების მსგავსად მის კაპიტალიზაციას აღემატებოდა.

საქართველოს მშპ 1 სულ მოსახლეზე სინამდვილეში რამდენია? ზოგან $4000 წერია ზოგ წყაროში - $10 000. ამხელა სხვაობას რა განაპირობებს?

9 მაისი 17:13, 2018 წელი

მშპ-ს 2 მეთოდით ითვლიან. პირველი ეს არის ნომინალური ეროვნულ ვალუტაში. საქართველოს შემთხვევაში ლარში.  წლის განმავლობაში წარმოებული ყველა სახის საბოლოო პროდუქციისა და მომსახურების ღირებულება ჯამდება და შემდეგ არსებული კურსი გადადის დოლარში. 1 სულ მოსახლეზე რაოდენობის გასაგებად კი ჯამური მშპ მოსახლეობის რაოდენობაზე იყოფა. აღნიშნული მეთოდი სახელმწიფოების შედარების დროს რეალობას არ ასახავს. ერთიდაიმავე ნივთის ფასი სხვადასხვა სახელმწიფოში სხვადასხვაა. PPP ( Purchasing power parity-მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტი) ფასების გათანაბრებას ცდილობს. სიმარტივისთვის ფასები შედარებულია შეერთებული შტატების ფასებთან. შესაბამისად აშშ-ის ნომინალური და PPP მეთოდით დათვლილი მშპ ერთმანეთის ტოლია. როგორც წესი ღარიბ სახელმწიფოში ფასები დაბალია, ამიტომ PPP მეთოდით დათვლილი მშპ უფრო მეტი გამოდის. ბანგლადეშში საშუალო შემოსავალი 1 სულზე წელიწადში 1100 დოლარია, ძალიან ცოტაა, მაგრამ ამ თანხას იმდენივე ძალა აქვს რამდენიც 4500 დოლარს შეერთებულ შტატებში. ამის საპირისპიროდ თუ შვიცარიის ნომინალური მშპ 1 სულ მოსახლეზე 81 000 დოლარია PPP დათვლებით მხოლოდ 61 000 დოლარი გამოდის. საქართველოც ღარბ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება და ფასები ამერიკულთან შედარებით დაახლოებით 2.5-ჯერ დაბალია. მშპ-ს 2 მეთოდს შორის განსხვავებას სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს.