• Ƀ/$

„ლაქტალის ინტერნეიშენალი“ საზოგადოებას ლაბორატორიული კვლევის შედეგებს გააცნობს

25 დეკემბერი 17:49, 2017 წელი | Company news

კომპანია „ლაქტალის ინტერნეიშენალი“ 26 დეკემბერს, 11:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს.

კომპანია „ლაქტალის ინტერნეიშენალის“ წარმომადგენელი მედიას გააცნობს საქართველოში იმპორტირებული „ლაქტალის ინტერნეიშენალის“ ბავშვთა კვების პროდუქციის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს და სათაო ოფისის ოფიციალურ სტრატეგიას პროდუქციის შემდგომ მოხმარებასთან დაკავშირებით.
პრესკონფერენციას წარუძღვება და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს კომპანია „CTN ჯორჯიას“ სამართლებრივი წარმომადგენელი იმედა დვალიძე.


დეკემებრის დასაწყისში საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტების რამდენიმე პარტიაში (Picot Lait Picot SL sans Lactose 350 გ., Milumel Bio 1 900g, Picot peptide junior sans Lactose 460g) ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად ეჭვი იქნა მიტანილი სალმონელა აგონას არსებობაზე (Salmonela Agona). სალმონელა იწვევს დიარეას და ცხელებას. აღსანიშნავია, რომ ბრენდ „პიკოს“ და „მილუმელის“ პროდუქციის იმპორტი არ ხდება საქართველოში.


11 დეკემბერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გაავრცელა რეკომენდაციები ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ხდებოდა პროდუქციის ექსპორტი. მათ შორის საქართველოს მასშტაბითაც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ იქნა შეჩერებული „სელიას“ პროდუქციის გარკვეული პარტიების რეალიზაცია და ხდება მათი ამოღება სააფთიაქო ქსელიდან. ამჟამად სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიმდინარეობს ყველა საეჭვო პარტიის ლაბორატორიული კვლევა და შედეგები 22 დეკემბრისთვის გახდება ცნობილი.


სხვა სიახლეები