• Ƀ/$

ონლაინ დაზღვევები ერთ სივრცეში

10 ივლისი 17:02, 2018 წელი | Company news

Dazgvevebi.ge წარმოადგენს ონლაინ დაზღვევის ვებ-გვერდს, სადაც წარმოდგენილია საქართველოში არსებული ყველა ოფიციალური, ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანია.

სადაზღვევო ბაზარს საქართველოში დაახლოებით 30 წლიანი ისტორია აქვს. ბოლო პერიოდში ის განსაკუთრებით განვითარდა და გაჩნდა ახალი კომპანიები, რომლებიც განსხვავდებიან პაკეტების, კვალიფიკაციისა და ფასების მიხედვით.


თუ აქამდე მომხმარებელს სჭირდებოდა მოსაძიებლად მთელი პროცესების გავლა, როგორიცაა სათითაოდ სიარული სადაზღვევო კომპანიების ოფისებში თუ ინტერნეტში ბევრ საიტზე სათითაო ძიება, Dazgvevebi.ge წარმოადგენს ონლაინ დაზღვევის ვებ-გვერდს, სადაც წარმოდგენილია საქართველოში არსებული ყველა ოფიციალური, ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანია.


ეს არის სივრცე, სადაც შესაძლებელია ყველა პირველადი ინფორმაციის მიღება და შედარების გაკეთება. ვებ-გვერდი ცოტა ხანია რაც არსებობს, მაგრამ უკვე აქვს მომხმარებლის აქტიურობა. ამას განაპირობებს მისი უნიკალურობაც, რადგან მსგავსი ნიშით ქართულ ბაზარზე სხვა ვებ-საიტს ვერ იპოვით.


საიტს აქვს კომფორტული და მომხმარებელზე მორგებული დიზაინი. ინფრომაციის მოძიება საკმაოდ მარტივია. შესაძლებელია ძირითად კითხვებზე პასუხის ნახვაც FAQ კატეგორიაში, სადაც განმარტებულია ხშირად დასმული შეკითხვები.


ვებ-გვერდზე შეგხვდებათ ბლოგიც, სადაც ხშირად იდება საინტერესო და გამოსადეგი რჩევები, სტატიების სახით. ყოველი სიახლის შესახებ dazgvevebi.ge მოგაწოდებთ ინფორმაციას. მალე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სოციალურ ქსელში გამოიწეროთ ფეიჯი და არ გამოგრჩეთ მიმდინარე მოვლენები.


Dazgvevbi.ge არამხოლოდ მომხმარებლისთვის, არამედ სადაზღვევო კომპანიებისთვისაც სასარგებლოა. დამზღვევი უფრო მარტივად მიაგნებს მის რჩეულ კომპანიას, ვისთანაც თანამშრომლობა უნდა გააგრძელოს მოგვიანებით. ვებ გვერდზე არამარტო კომპანიების პაკეტები, არამედ მათი დაარსებისა და მიღწევების შესახებაცაა შესაძლებელი მონაცემების ნახვა.


სამომავლოდ საიტი აპირებს დაამატოს რუკა, სადაც მონიშნული იქნება სადაზღვევო კომპანიებისა და მათი თანამშრომელი კლინიკებისა თუ ჰოსპიტალების ადგილმდებარეობები. გარდა ამისა, საიტი დაამატებს ბაზარზე შემოსულ ახალ კომპანიებსაც.


სხვა სიახლეები