სოფლის მეურნეობა
საძოვრები
„ეს არის კატასტროფა“ - საძოვრებს შესაძლოა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კატეგორია მიენიჭოს

“მთაში მცხოვრები კაცი უფუნქციოდ დარჩა“ - ასე ეხმიანება აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი დღესდღეობით მთაში არსებულ პრობლემებს. მისი თქმით, არსებული ინიციატივა საძოვრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ქვეყნის კატასტროფაა და მას უმძიმესი შედეგები მოჰყვება.პაატა კოღუაშვილი: „საქართველოში საძოვრების საერთო ფართობი 1,8 მლნ ჰექტარია. მთელს მსოფლიოში ვერ ნახავთ შემთხვევას, რომ ვინმემ საძოვრები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაიყვანოს. ეგ კი არა, როდესაც საძოვარი გადაჰყავთ სახნავ ან სასოფლო-სამეურნეო სხვა დანიშნულებაში, ამაზეც კი უზარმაზარი რეგულაციებია.ჩვენთვის საძოვრებს ის მნიშვნელობა აქვს, რომ ის ძირითადად ჩვენს სასაზღვრო ზოლშია განლაგებული და ამ ადგილებში მეცხოველეობის განვითარება მოსახლეობის დამაგრებისა და თავდაცვის მთავარი საფუძველია, რადგან ამ ზონაში პირუტყვი მესაზღვრის როლს ასრულებს, ხოლო მთაში მცხოვრები კაცი მესაზღვრე და ქვეყნის ერთგვარი დამცველია. მაგრამ ამის მნიშვნელობა დღეს ბევრს არ ესმის. ასევე არ ესმით, რა მნიშვნელობა აქვს მეცხოველეობის განვითარებას - განსაკუთრებით მთაში, ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს მეძუძური დედების კვებაში, ბავშვთა კვებაში - ისინი ხორცს ფაქტობრივად, ვერ ჭამენ. მათი ძირითადი რაციონი ლობიო, კარტოფილი, ჩაი და პურია. ამიტომ ბევრია პრობლემები ბავშვთა ჯანმრთელობაში, გონებრივ განვითარებაში. უმძიმესი სიტუაციაა“. აკადემიკოსი მთის ძირითად ფუნქციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დროთა განმავლობაში სამივემ აქტუალობა დაკარგა.„საუკუნეების განმავლობაში მთას სამი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრებოდა:🔵 თავდაცვითი🔵 აგრარული🔵 კულტურულ-ფასეულობათა გადანახვის ფუნქცია.მაგრამ პირველი და მესამე ფუნქცია მას მერე მოიშალა, რაც რუსეთი დიდი დოზით ერევა ჩვენს ყოველდღიურობაში, დარჩა მხოლოდ მეორე - აგრარული ფუნქცია და 50-იანი წლების მერე ესეც დაიკარგა, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება მთის მოსახლეობის ბარში ჩამოსახლებისთვის, რათა ინდუსტრია, მრეწველობა, მეტალურგია, მანქანათმშენებლობა განვითარებულიყო.არადა, მთის უდიდესი ფუნქცია მისი აგრარული ფუნქცია იყო: იგი აწარმოებდა ხორცს, რძეს, ტყავს, მატყლს და ა.შ“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.აკადემიკოსმა მაგალითად მოიყვანა საგარეჯოს რაიონში 8 ჰექტარი საძოვარი, რომელიც არასასოფლო დანიშნულებაში გადასაყვანად არის წარმოდგენილი.„საუბარია გადასარეკ ტრასებზე, სადაც ცხვარმა და საქონელმა უნდა გაიაროს, ამასაც ასხვისებენ და ეს არის კატასტროფა“, - აცხადებს იგი.

1713435235

1712300077

მეფუტკრეობის განვითარებაში მთავარი დაბრკოლება კადრების სიმცირეა -  მეფუტკრეთა გაერთიანება

პროფესიონალი კადრების სიმცირის გამო მეფუტკრეობის სფერო ვერ ვითარდება ისე, რისი რესურსიც გაგვაჩნია - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ მეფუტკრე ტრენერი, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების თანადამფუძნებელი ვლადიმერ ვარდოსანიძე აცხადებს. მისი თქმით, წარმოების მასშტაბის ზრდა დიდწილად სწორედ პროფესიულ კადრზეა დამოკიდებული, რის გამოც  ვერც მავნებლების გავრცელების პრევენცია ხერხდება.ცნობილი მეფუტკრე აცხადებს, რომ ამ დროს სექტორის განვითარებაში დიდი პერსპექტივაა როგორც წარმოების ზრდის, ასევე აპიტურიზმის განვითარების მიმართულებითაც.„ვეტერინარი არის პრობლემა, ვინაიდან კადრი არ გვყავს, ამისთვის საჭიროა ვიწრო სპეციალობის ადამიანი, რომელიც მეფუტკრეობაში ერკვევა. ამას ყველა ვეტერინარი ვერ გააკეთებს.  განათლების დონე უნდა გაიზარდოს მეფუტკრეობაში, რადგან  სამრეწველო მეფუტკრეობაზე გადავდივართ და კადრებთან დაკავშირებული საკითხი პირველ რიგში უნდა მოგვარდეს, ამისთვის პროფესიული სასწავლებლების როლის გაძლიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. აუცილებელია საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება მეფუტკრეობის სფეროში პროფესიონალიზმის ასამაღლებლად და ასევე მეფუტკრეების მუშაობის კულტურის ამაღლება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.მეფუტკრე ტრენერი ფუტკრის დაავადებებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ დანაკარგი გარდაუვალია, მაგრამ პროცესის სწორი მართვით მისი მასშტაბის შემცირება შესაძლებელია.„ფუტკარს განსაკუთრებით გაზაფხულზე უჭირს, ბევრი ვერ ახერხებს გამოზამთრებას და იღუპება.  ცალკე პრობლემაა მავნებელი, ამ შემთხვევაში ტკიპა, რასაც ფუტკარი ყველაზე მეტად ეწირება. სწორედ ამიტომ გვჭირდება გამოცდილი კადრი, რომ დაავადებას სწორად ვებრძოლოთ და აგროღონისძიებები გავატაროთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგი უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ბევრი რამ ასევე სპეციალისტზეც არის დამოკიდებული. ყველა რეგიონში, სადაც მეფუტკრეობა ვეტერინარი არის პრობლემა, კადრი არ არის, ვინც უნდა შეამოწმოს საფუტკრე და რეკომენდაცია გასცეს. ნორმალურ პირობებში ფუტკრის დანაკარგი 5-10%-ს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გაცილებით მაღალი მასშტაბისაა, რაც სწორედ უცოდინარობას და კადრის დეფიციტს უკავშირდება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.ცნობისთვის, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება 2018 წლის ოქტომბერში დაფუძნებული ორგანიზაციაა. გაერთიანების წევრია 13 სექტორული ორგანიზაცია (10 ასოციაცია და 3 კომპანია), ხოლო გაერთიანების ქოლგის ქვეშ მთელი საქართველოს მასშტაბით 4 000- ზე მეტი მეფუტკრეა.

1712222698

მწიფდება და გაძლევს შემოსავალს იმ სეზონზე, როდესაც სხვა ხილი არ არსებობს - ფერმერი

გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში, ადგილობრივ ფერმერს, ტარიელ გურგენიძეს 1 400 ჰექტარზე მოცხარი აქვს გაშენებული, რომლის რეალიზაციას ის როგორც ნაყოფის, ასევე ნერგების სახით ახდენს.„ფაქტობრივად, აღმოსავლეთ საქართველოს ჰავისთვის დამახასიათებელი კულტურები, ანუ ციტრუსის გარდა, ყველაფერი მომყავს. ესენია, თესლოვანი, კურკოვანი და კენკროვანი კულტურები. კენკროვანებში შედის მოცხარი, როგორც წითელი, ასევე შავი, ხურტკმელი, იოშტა, შავი ველური მოცვი.ბოლო დროს საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ლურჯი მოცვი, მაგრამ თავისი დადებითი თვისებებით და სარგებლით გაცილებით უკეთესია შავი მოცვი“, - აცხადებს ფერმერი. მისი თქმით, საკმაოდ დიდია მოთხოვნა მოცხარზე და ერთი ნერგიც კი არ რჩება გასაყიდი.„დღესდღეობით მოცხარი 1 400 კვადრატულ მეტრზე მაქვს გაშენებული. საკმაოდ რთულია მისი მოკრეფა და ეს ერთ-ერთი მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია მის მოსაყვანად, თუმცა რეალიზაცია უმარტივესია, რადგან მოთხოვნა დიდია და არასოდეს გაუყიდველი არ რჩება. ამასთან, მას ერთი განსაკუთრებული თავისებურება აქვს - იგი მწიფდება და გაძლევს შემოსავალს მაშინ, როდესაც სხვა ხილი არ არსებობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ - აცხადებს ტარიელ გურგენიძე.როგორც ფერმერი ამბობს, მოცხარის ფასი სეზონის დასაწყისში დაახლოებით 4 ლარია კილოგრამზე, მაგრამ სეზონის მიწურულს, როდესაც ის კლებულობს, 7-8 ლარიც ხდება. წლიური მოსავალი კი დაახლოებით 3-4 ტონას შეადგენს.„რაც შეეხება ნერგებს, მოთხოვნა აქაც გაზრდილია. თუ აქამდე 200-300 ძირი მოცხარის ნერგი იყიდებოდა, ბოლო ორი წელია, ეს რიცხვი 1000-მდე არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფერმერებმა დაიწყეს მისი მოყვანა, რაც ძალიან კარგ, - აცხადებს ფერმერი.ტარიელ გურგენიძემ ბიზნეს-იდეაც გაამხილა, რომელიც მისი თქმით, ბიზნესს დაინტერესებს: „კარგი იქნება თუ საქართველოში დაინერგება ამ ხილის ე.წ. შოკური გაყინვის მეთოდი, რაც ზამთარში მაღაზიებში გაყინული ხილის შეძენას გულისხმობს. ძალიან დიდი ფუფუნებაა, გაყინულ მდგომარეობაში ჩვენივე წარმოებული პროდუქტი ვიყიდოთ და არა იმპორტირებული“, - ამბობს ის.ფერმერმა ბოლო პერიოდში პოპულარულ კენკრაზე, გოჯი ბერიზე, ე.წ. მგლის კენკრის შესახებაც ისაუბრა:„გოჯი ბერის რამდენიმე ნერგი შემოვიტანე საცდელად. რადგან ახალი კულტურაა, შევხედავ, როგორ იხარებს და შემდეგ გავამრავლებ. ზამთარს გაუძლო, მაგრამ მსხმოიარობა ჯერ არ დაუწყია და ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია. რადგან ზამთარს გაუძლო, მგონია, რომ გაამართლებს“, - განაცხადა ტარიელ გურგენიძემ.

1712138148

„ქართულ სოფელს სტატუსი არ გააჩნია, ის უბრალოდ აბრაა - როდის იყო, კარტოფილი, ნიორი, სტაფილო, ხილი შემოგვქონდა?“

ქართული ბაზარი სავსეა იმპორტირებული პროდუქციით. ქვეყანა ყიდულობს თითქმის ყველაფერს: ბოსტნეულს, ხილს, რძის პროდუქტებს, ხორცს და ა.შ.მაგალითად, საქსტატის ცნობით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ვაშლის იმპორტი წლიურად 105%-ით, კიტრის - 21%-ით, ხოლო პომიდვრის 22%-ით გაიზარდა. იმპორტირებული მწვანილი თითქმის, 4-ჯერ, 248%-ით გაძვირდა. გაზრდილია მარწვის იმპორტიც. წელს თებერვალში იმპორტმა 336 080 დოლარი შეადგინა, აღნიშნულ პერიოდში ჯამში 230 ტონა მარწყვი ვიყიდეთ. თუმცა, ეს სტატისტიკის მცირე ჩამონათვალია, პროდუქტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია.როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ სოფლის მეურნეობის აკადემიის წევრმა, აკადემიკოსმა პაატა კოღუაშვილმა ისაუბრა, საქართველოს 10-12 მილიონი ადამიანის ბიო-პოტენციალი აქვს და ტროპიკული კულტურის გარდა, აქ ყველაფრის წარმოებაა შესაძლებელი. „საქართველო უხვი წარმოების შესაძლებლობების ქვეყანაა. მართალია, მისი მასშტაბები შეიძლება ვერ გასწვდეს ექსპორტს, მაგრამ ქვეყნის შიგნით მას მოსახლეობის დაკმაყოფილების პრობლემა არ აქვს. მით უმეტეს, ბოსტნეულით, ხილით, კვერცხით, თევზით. ჩვენ შეგვიძლია 45 ათასი ტონა საქონლის ხორცი ვაწარმოოთ, შეგვიძლია 40 ათასი ტონა ქათმის ხორცი, 8 ათასი ცხვრის ხორცი ანუ ის რაოდენობა, რაც საქართველოს მოთხოვნილების მაქსიმალურ რიცხვამდე მიგვიყვანს. 400 ათასი ტონა ხორბლის წარმოება შეგვიძლია, ასევე ქერი, შვრია, 360 ათასი ტონა ჭვავი, დაახლოებით 900 ათასი ტონა სიმინდი და ა.შ.ეს ძალიან მრავალდარგოვანი მხარეა სოფლის მეურნეობისთვის და ასეთ მხარეზე ოცნებობენ ქვეყნები. ის სავსეა წყლებით, ჯანსაღი ჰაერით, არაჩვეულებრივი ნიადაგით, უბრალოდ, ტრაგედია ის არის, რომ ფასთა პარიტეტი არ არის დადგენილი ქვეყანაში.სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამომხმარებლო ღირებულება არ შეიცვლება იმით, რომ ვთქვათ, ბოლოკი მიწიდან ამოვიღოთ ყვითელი, ცისფერი, შავი და ა.შ. ბოლოკი ბოლოკია და მისი სამომხმარებლო ღირებულება ესაა. ამ მიმართებით არის საკითხის დარეგულირება საჭირო“, - განაცხადა აკადემიკოსმა.კოღუაშვილი სოფლის მეურნეობის ძირითად პრობლემებზე საუბრობს და მისი თქმით, ესენია:🔵 დიზელის ტიპის საწვავი;🔵 შუქი, გაზი სოფლის მეურნეობისთვის;🔵 ტექნიკის მომსახურება;🔵 ირიგაციული მომსახურება;🔵 მინერალური სასუქები.თითოეული ამ კომპონენტის პრობლემა, მისი თქმით, ზედმეტად მაღალი ფასებია.სოფლის მნიშვნელობა„სოფელი სტატუსის გარეშე სხვაგვარად ვერ განვითარდება. ის მოკვდება და გაქრება. დღეს ქართულ სოფელს სტატუსი არ გააჩნია, ის უბრალოდ აბრაა. ის, როგორც ტერიოტიული ერთეული, არ არსებობს, ამიტომ ეს უნდა აღვუდგინოთ სოფელს და ამ ტერიტორიულ ფარგლებში არსებული სახელმწიფო და მუნიციპალური ყველა საკუთრება უნდა გადაეცეს სოფელს მუდმივ მფლობელობაში და სარგებლობაში უსასყიდლოდ. შემდეგ თვითონ თემი გადაწყვეტს, რას უზამს არ რესურსს - მიწას, წყალს, ტყეს და ა.შ. ამ გზით ხალხი დამშვიდდება, გაფულიანდება, აღარ გაიქცევა.სოფლის განვითარება რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ სოფლად მცხოვრებთა სოციალურ-კულტურული სტატუსი მიახლოებით გაუთანაბრდეს ქალაქის მოსახლის სტატუსს. ჩვენთან ეს ყველაფერი მიშვებულია. არადა, მათ შვილებსაც სჭირდებათ ინფორმაცია, გზა, ტრანსპორტი, გართობა, სკოლა, საბავშვო ბაღი, ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, რაც პრაქტიკულად ქრება და ამავდროულად იცლება სოფელი“.პაატა კოღუაშვილი აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობაში მთელს საქართველოში 240 ათასი ადამიანია დასაქმებული, მაგრამ რთული ვერტიკალური-ზონალურობის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის მოთხოვნილება შრომით რესუსრებზე 300 ათასი ადამიანია.„ამიტომაც არის, რომ ის, რაც 30 წლის წინ გვქონდა, დღეს აღარ გვაქვს. როდის იყო, რომ ჩვენ კარტოფილი, ნიორი, სტაფილო, ხილი შემოგვქონდა? მთავრობამ უნდა გაითავსოს ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შემოგვაქვს საჭირო სურსათის 70%-ზე მეტი და თუ სურს, რომ უახლოეს 5 წელიწადში ჰქონდეს გაწონასწორებული სავაჭრო ბალანსი, მთელი ვალუტა უნდა მიმართოს ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის“.რეალიზაციაპაატა კოღუაშვილი პროდუქციის რეალიზაციის პრობლემასაც შეეხო და ორი წლის წინანდელი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ხორბლისა და ქერის რეალიზაცია.„ამიტომ, საჭიროა თანამედროვე რეალობის ცეკავშირის მსგავსი სტრუქტურა, რომელიც პროდუქციას შეიძენს და მის რეალიზაციას მოახდენს.ყველაფერს შეელევა ადამიანი, მაგრამ ვერ შეელევა სურსათის ნაკლებობას, ამიტომ არის, რომ ეს სფერო მთელს მსოფლიოში რეგულირებადია. დოჰას რაუნდი, რომელიც 2000 წელს დაიწყო, დღემდე დაუმთავრებელია იმის გამო, რომ ვერ თანხმდებიან იმასთან დაკავშირებით, რომ შემცირდეს სოფლის მეურნეობის სუბსიდირება და მისი მხარდაჭერა.სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვართ დღეს ხელგაწვდილ მდგომარეობაში და არ გვაქვს ხორბალი და შესაბამისად პური, არ გვაქვს ბურღულეული, არ გვაქვს თხილი, კარაქი, ზეთი, რძე. თავისუფლად შეგვიძლია ვაწარმოოთ 1,1 მლნ ლიტრი რძე. არ ვიყენებთ უზარმაზარ შესაძლებლობებს, რომლებიც გაგვაჩნია“.საძოვრებიაკადემიკოსი საძოვრების მნიშვნელობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ გარდა პირუტყვის გამოკვებისა, მაღალმთიან ადგილებში ერთგვარად მესაზღვრეს ფუნქციასაც შეასრულებდა.„საქართველოს მთიანეთის პრობლემას განსაკუთრებული ადგილი უკავია. მთაში მცხოვრებ კაცს ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს, რომელიც 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაკარგა. დღეს ეს სიმდიდრეები მოშიშვლებულია და ამ სიმდიდრეებით ჩრდილო-კავკასიელები სარგებლობენ. მთაში მცხოვრებმა ადამიანმა ფუნქცია დაკარგა და გარდა მესაზღვრისა, ის მოგვიტანდა უამრავ სარგებელს - ჯანსაღ ხორცს, ტყავს და ა.შ.შიმშილს და სიღარიბეს ყოველთვის სურსათის ნაკლებობა არ იწვევს, მას იწვევს დემოკრატიის ნაკლებობა, განათლების ხელმიუწვდომლობა, სოციალური და საწარმო ინფრასტრუქტურის ხელმიუწვდომლობა. მთელი მსოფლიო სანთელივით უფრთხილდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს. ჩვენთან პირიქით, გასხვისება ხდება. ახლა საძოვრების გადაყვანა უნდათ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში და ეს არის კატასტროფა.როდესაც ამ დარგში პრობლემები მოგვარდება, ფერმერი აწარმოებს იმ პროდუქტებს, რაც ხალხს სჭირდება და ეს დარეგულირდება, მას გაეზრდება შემოსავალი, მისი შვილიშვილი მიიღებს განათლებას და ის არასოდეს გამოიქცევა სოფლიდან, სწორედ მაშინ გვეშველება“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.


სხვა სიახლეები
თვითმფრინავი
საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის ბაზარზე ყველაზე მეტი პრემია „უნისონმა“, ყველაზე ნაკლები კი „ჯიპიაი“-მ მოიზიდა

სადაზღვევო კომპანიების 2023 წლის ფინანსური შედეგების თანახმად, დაზღვეულ საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ (კორპუსის დაზღვევა) 84 ერთეული შეადგინა, რაც 13-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (კორპუსის დაზღვევა) რაოდენობის და მოზიდული პრემიის მიხედვით სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:🔵 სს ბბ დაზღვევა — 63; მოზიდული პრემია 6.6 მლნ ლარი;🔵 სს სადაზღვევო კომპანია უნისონი- 14; მოზიდული პრემია 8.4 მლნ ლარი;🔵 სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი - 3; მოზიდული პრემია 376 003 მლნ ლარი;🔵 სს დაზღვევის კომპანია ქართუ - 1; მოზიდული პრემია 402 716 ლარი;🔵 სს სადაზღვევო კომპანია არდი — 1; მოზიდული პრემია 102 667 ლარი;🔵 სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი - 1; მოზიდული პრემია 2729 ლარი;🔵 სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია — 1, მოზიდული პრემია 51 686 ლარი.კომპანიებმა 2023 წლის 9 თვის განმავლობაში ამ მიმართულებით სულ 12 947 186 ლარის პრემიები მოიზიდეს, რაც 2022 წლის შედეგზე დაახლოებით 1.3-ჯერ (2022 წლის 9 თვეში 9 581 606 ლარი იყო) მეტია. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი, 7.8 მლნ ლარი „უნისონმა“ მოიზიდა, ყველაზე ნაკლები კი „ჯი პი აი“-მ (2729 ლარი). 2022 წლის 6 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთმა სადაზღვევო კომპანიამ, „ბბ დაზღვევამ“ აანაზღაურა საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა ზარალი, რამაც 34.4 ლარი შეადგინა. 

ეკონომიკა 1713861847

ავტომობილი
საქართველო ყირგიზეთში ავტომობილს, საშუალოდ, 38 250 დოლარად ყიდის

საქართველოდან ყირგიზეთში ავტომობილების ექსპორტის (რეექსპორტი) რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. „საქსტატის“ მონაცემებით, წელს 3 თვეში ყაზახეთში 5 803 ერთეული (221.969 მლნ აშშ დოლარი) ავტომობილი გავიდა, რაც გასულ წლებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ყირგიზეთში 2 398 ერთეული ავტომობილი (87.123 მლნ აშშ დოლარი) გავიდა.ზემოაღნიშნული მონაცემების მიხედვით, საქართველო ყირგიზეთში ავტომობილს, საშუალოდ, 38 250 დოლარად ყიდის.„კომერსანტი“ გთავაზობთ იმ მსხვილი კომპანიების ჩამონათვალს, რომლებიც ყირგიზეთის მიმართულებით ექსპორტს ახორციელებდნენ:შპს ბი თუ ბი - კომპანიის დირექტორი გიორგი შალამბერიძეა, 100%-იანი წილის მფლობელი კი ნინო გველესიანი;შპს გრანდი 2022 - კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ბააკა ალავიძეა.შპს თბ ექს - კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ირაკლი გურჩიანია.შპს კავკასიის ავტოიმპორტი - კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ჩადუნელია, ხოლო მეწილეები ლევან სურგულაძე, გიორგი სურგულაძე, დავით გულაშვილი და გიორგი გულაშვილი არიან.შპს ჯეო როუდი - კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ბააკა ალავიძეა.2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ექსპორტი კი 7.8%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 486.575 მლნ დოლარის ღირებულების (32 204 ერთეული) მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 707.485 მლნ დოლარის (47 095 ერთეული).რაც შეეხება ექსპორტს, საქსტატის მონაცემებით, თუ 2023 წლის იანვარ-მარტში ქვეყანამ უცხოეთში 411.771 მლნ დოლარის (22 391 ერთეული) მანქანა გაყიდა, წელს ამ მაჩვენებელმა 443.815 მლნ დოლარი (20 640 ერთეული) შეადგინა.

ეკონომიკა 1713861567

კვერცხი
„ქართული კვერცხი რომ შევიდეს თურქეთში, მაგას არავინ დაუშვებს - თურქეთიდან კი არასამართლიან ფასად შემოდიოდა“

„ფაქტობრივად, ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც ცხოველური წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვა არ აქვს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი აცხადებს.გასული წლის ბუმის შემდეგ, საქართველოში, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, თურქული კვერცხის იმპორტი მცირდება. როგორც უჩუმბეგაშვილი აღნიშნავს, 2023 წელს თურქეთიდან კვერცხის იმპორტის მზარდი ტენდენცია განპირობებული იყო ლირის დევალვაციით, ჭარბი წარმოებითა და საქართველოში არსებული „სიმბიოზური კანონმდებლობით“.უჩუმბეგაშვილის თქმით, ყველა ნორმალურ ქვეყანას მესამე ქვეყნიდან ცხოველური წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე აქვს შეზღუდვა, საქართველოს კი არა. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ გასულ წელს თურქეთმა საქართველოში დიდი რაოდენობით კვერცხის ექსპორტი განახორციელა. „ქართული კვერცხი რომ შევიდეს თურქეთში, მაგას არავინ დაუშვებს, გადასახადი უნდა გადავიხადოთ 108%, საქართველოში რომ შემოდის, იხდიან 12%-ს. ეს არის ჩვენი სიმბიოზური კანონმდებლობა“, - აღნიშნავს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.საქართველო კვერცხის წარმოებაში წლებია თვითკმარია, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანაში გასულ წელს დიდი რაოდენობით იმპორტი განხორციელდა. უჩუმბეგაშვილის თქმით, ამ პერიოდში საქართველო კვერცხს სრული სიმძლავრით არ აწარმოებდა, ამის მიზეზია ის, რომ იმპორტული არასამართლიანად დაბალ ფასად შემოდიოდა.„არასამართლიანი ფასით შემოდიოდა თურქული კვერცხი. თურქეთში რომ იყიდებოდა კვერცხი 15 ცენტად, საქართველოში შემოდიოდა 10 ცენტად, არარეალური ფასი იყო ბაზართან შედარებით“, - ამბობს უჩუმბეგაშვილი.როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიმდინარე წლის 3 თვეში თურქეთიდან კვერცხის იმპორტი მცირდება. ეს უკავშირდება რუსეთში არსებულ კრიზისს კვერცხის მიმართულებით. უჩუმბეგაშვილის თქმით, თურქეთმა ამჟამად კვერცხის ექსპორტი რუსეთისკენ მიმართა, რამაც საქართველოში შემცირება განაპირობა.

სხვადასხვა 1713860162

ბაზისბანკის მხარდაჭერით პანექსი საქართველოში პირველ პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს
ბაზისბანკის მხარდაჭერით პანექსი საქართველოში პირველ პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს

პოლიურეთანის სენდვიჩ პანელების და ინდუსტრიული სამშენებლო მასალების საქართველოში პირველი მწარმოებელი კომპანია პანექსი 2015 წელს დაარსდა და მალე დაიმკვიდრა თავი ქართულ ბაზარზე. 2022 წელს, კომპანიაში შეიცვალა მენეჯმენტი და განახლდა წარმოების ხაზი, რამაც საწარმო წარმატების ახალ ეტაპზე გადაიყვანა.პანექსი აწარმოებს კედლის და სახურავის სენდვიჩ პანელებს, აქსესუარებს და მაცივრის კარებს. პოლიურეთანის სენდვიჩ პანელები ინოვაციური სამშენებლო მასალაა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სხვადასხვა კომერციული და საჯარო ნაგებობების მშენებლობისთვის. პროდუქცია გამოირჩევა საუკეთესო თბოიზოლაციით, კონსტრუქციის სიმარტივით და მრავალწლიანი გარანტიით.ბაზისბანკსა და პანექსს შორის პარტნიორობის ფარგლებში, საწარმო უახლესი და თანამედროვე იტალიური დანადგარებით აღიჭურვა, რამაც სენდვიჩ პანელების ხარისხი კიდევ უფრო გააუმჯობესა და ევროპული სტანდარტების შესაბამისობაში მოიყვანა.„გასულ წელს, რეგიონის მასშტაბით, ასობით ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. სენდვიჩ პანელების წარმოება 70%-ით გავზარდეთ და, დარწმუნებული ვარ, სამომავლო ამბიციური გეგმების განხორციელებას კვლავ ბაზისბანკის მხარდაჭერით შევძლებთ, რომელიც მუდმივად ხელს უწყობს ჩვენს განვითარებას და წინსვლას.ჩვენი მიზანია, პროდუქციის მაღალი ხარისხით და მიწოდების უწყვეტობით განვვითარდეთ ადგილობრივ ბაზარზე, ვიზრუნოთ იმპორტის ჩანაცვლებაზე და გავზარდოთ პროდუქციის ექსპორტი.“ - გიორგი ლევიძე, პანექსის აღმასრულებელი დირექტორი. „ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი, ყოველთვის მზად არის ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად და ხელი შეუწყოს ქვეყანაში ქართული ბიზნესის გაძლიერებასა და ეკონომიკის განვითარებას. გვჯერა, რომ ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით და კომპანია პანექსთან წარმატებული პარტნიორობით გაფართოების კიდევ მეტი შესაძლებლობა ექნება ბიზნესს. გვეამაყება, რომ პანექსთან ერთად კიდევ ერთი წარმატებული ქართული ბიზნესის განხორციელების თანამონაწილეები ვართ.“ -  ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.ბაზისბანკის და პანექსის პარტნიორობის ვიდეო ისტორია:

ბიზნესი 1713858414

ბინები თბილისში
თბილისში ბინებზე ფასები წლიურად 12.9%-ით გაიზარდა, კერძო სახლებზე კი 13.3%-ით

2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13.0 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 41.3 პროცენტით არის გაზრდილი. „საქსტატის“ ინფორმაციით, RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.2 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (0.7 პროცენტი).2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 12.9 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3 პროცენტით.

ეკონომიკა 1713857310

ბენირე
„ბენირე“ წარმოებაში ახალ მიმართულებას ამატებს და ექსპორტზე გასვლას გეგმავს

კესო გულუამ საბავშვო სამოსის ბრენდი, „ბენირე“ პანდემიის დროს შექმნა, შემდეგ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის 25 000-ლარიანი გრანტი მიიღო, რაც წარმოების გაფართოებაში დაეხმარა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, მალე ახალ მიმართულებას ამატებენ და საბავშვო განმავითარებელი ნივთების წარმოებას იწყებენ. ამას გარდა, „ბენირე“  თბილისის მაღაზიებში შესვლას და ექსპორტზე გასვლას გეგმავს. როდის შეიქმნა „ბენირე“ და რამ განაპირობა საბავშვო სამოსის წარმოებით თქვენი დაინტერესება?კესო გულუა, „ბენირეს“ დამფუძნებელი: 2021 წელს შევქმენი ბრენდი, რომლის ინსპირაციაც ჩემი შვილი იყო, მისთვის დამზადდა პირველი სამოსი და ამის შემდეგ ვიფიქრე, რომ ამ ყველაფრისთვის მცირე ბიზნესის სახე მიმეცა. მალე ბრენდმა 0-დან 6 წლამდე ბავშვებისათვის შექმნილი საბავშვო სამოსის სტილით და ხარისხით პოპულარობა მოიპოვა და გაფართოებაზე დავიწყე ფიქრი.კერძო ინვესტიციით შეიქმნა ბრენდი, თუ რაიმე გრანტი მიიღეთ?ბრენდი კერძო ინვესტიციით შეიქმნა. თავდაპირველად პროდუქციის შეკერვა სახლის პირობებში ხდებოდა, რადგან „ბენირე“ საოჯახო ბიზნესია და საქმე ოჯახის წევრებს გვქონდა გადანაწილებული. შემდეგ სახელმწიფო პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის გრანტი მივიღეთ 25000 ლარის ოდენობით და გავხსენი ატელიე. ამ ეტაპზე ატელიეში რომელიც თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ მდებარეობს, შოურუმი მაქვს, სადაც 2 მკერავი მყავს დასაქმებული. გაყიდვები ხორციელდება ონლაინ, სოციალური ქსელების მეშვეობით. მარაგში გვაქვს გარკვეული ასორტიმენტის მზა პროდუქცია, ხოლო ამოწურული ასორტიმენტის სამოსი ზომისა და ფერის შესაბამისად მზადდება შეკვეთით. მზა სამოსის შეძენა შესაძლებელია შოურუმში.რომელ სეგმენტზეა გათვლილი „ბენირე“, საშუალო ფასები როგორია?სამოსი გათვლილია საშუალო სეგმენტზე ფასები 35 ლარიდან - 90 ლარამდე მერყეობს. მიუხედავად იმისა რომ ბრენდი პანდემიის დროს შეიქმნა ფასები არ გაზრდილა. სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?იმის გამო, რომ კარგად ვიცნობ არსებული ბაზრის მოთხოვნას ვგეგმავ, რომ არსებული ბრენდის ქვეშ,  წარმოებაში ახალი მიმართულება დავამატო - საბავშვო განმავითარებელი ნივთების წარმოების მიმართულებით, რაც ქსოვილებით შექმნილი ინფორმაციული და ინტერაქციული განმავითარებელი წიგნების დამზადებას გულისხმობს, რომელიც ბავშვს სხვადასხვა უნარების განვითარებაში დაეხმარება და სამყაროს აღქმისა და სწავლის პროცესს გაუმარტივებს. ამას გარდა, სამომავლოდ, მაღაზიებში შესვლასაც აუცილებლად ვგეგმავთ და, რა თქმა უნდა, გეგმაში გვაქვს ექსპორტზე გასვლა.

ბიზნესი 1713856885