• Ƀ/$

სამშენებლო კომპანია "დიზაინ აქცენტი" მუხრანსა და ვაზისუბანში პროექტებს ახორციელებს

31 აგვისტო 16:37, 2018 წელი | Company news

კომპანია დიზაინ აქცენტი აქტიურად არის ჩართული საქართველოს ბაზარზე არსებულ სამშენებლო და ფიტ აუტ პროექტებში. ამჟამად პროექტებს ახორციელებს მუხრანსა და ვაზისუბანში.

მუხრანის პროექტი მოიცავს სამშენებლო, ხოლო ვაზისუბნის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. მოკლედ პროექტების შესახებ: შატო მუხრანში, შენდება ღია რესტორნისთვის სამზარეულო. აღნიშნულ პროექტში დიზაინ აქცენტმა შეასრულა გარკვეული სამუშაოები (საძირკველის მომზადება, მოქსოვა და ჩასხმა; მონოლითური რკინა-ბეტონის საძირკველის მოწყობითი სამუშაოები; გარე კედლების ბლოკით ამოყვანა; ჭერის გადახურვა და ტიხრების ამოყვანა). ამ მომენტისთვის მიმდინარეობს სამზარეულოს შიდა და გარე კედლების მოპირკეთება.


პროექტი მალე დასრულებულ სახეს მიიღებს და რესტორნის სტუმრების გასამასპინძლებლად დიზაინ აქცენტის მიერ აშენებული სამზარეულო მზად იქნება. კახეთში, სოფელ ვაზისუბანში მიმდინარეობს სულხან ჭავჭავაძის სასახლის რესტავრაცია, სადაც კეთდება სასტუმრო. პროექტში კომპანია დიზაინ აქცენტის გუნდი აქტიურად არის ჩართული. სასტუმროს ირგვლივ მოეწყობა დასასვენებელი ინფრასტრუქტურა: რესტორანი, აუზი, ტერასა, ბაღი და სხვა. პროექტის მანძილზე დიზაინ აქცენტი ასრულებს პროდაქტ კონსალტინგის, შესყიდვების, პროექტის მენეჯმენტისა და ფიტ აუტის სამუშაოებს. ამ დროისთვის მიმდინარეობს Mock up - ის ეტაპი.


საკონტაქტო: მისამართი: ქ. თბილისი, საჯაიას ქ. №6


ტელ: (+995 32) 223 86 76


ელ. ფოსტა: info@designaccent.ge


ვებ. გვერდი: designaccent.ge


ფბ-გვერდი: https://www.facebook.com/designaccent.ge/


სხვა სიახლეები