სოფლის მეურნეობა
ჰერბია
„გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში მთლიანად ქართულ ბაზარზე ვიქნებით ორიენტირებული“ - „ჰერბია“

მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანიის „ჰერბია“ წარმოებული პროდუქტის რეალიზაციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს.როგორც კომპანიის დირექტორი ზურაბ ჯანელიძე  „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ადგილზე ბოსტნეულის დიდი სიმცირეა, რის გამოც გადაწყდა, რომ  თითქმის მთელი რესურსი, დაახლოებით 95%  ქართულ ბაზარზე გაიყიდოს. ექსპორტზე კი აქცენტი, წლის მეორე ნახევარში ბულგარეთზე გაკეთდება.რაც  შეეხება 2023 წლის ტენდენციას, როგორც '„ჰერბიას“ დირექტორი აღნიშნავს, გასულ წელს პროდუქტი ექსპორტზე საერთოდ არ გასულა. თუმცა 2022 წელს მცირე რაოდენობა, 5%-ის ფარგლებში გერმანიაში, ჰოლანდიასა და ბულგარეთში გაიყიდა.„პანდემიის შემდგომი პერიოდიდან ბოსტნეულზე მოთხოვნა გაიზარდა, რაც „ჰერბიას“ გაყიდვებზეც ადეკვატურად აისახება. წლიდან წლამდე სტაბილური ზრდა გვაქვს და ამ ტემპს წელსაც შევინარჩუნებთ. დროებით ვამბობთ უარს მასშტაბური ექსპორტის განხორციელებაზე, გაყიდვები ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იქნება მიმართული, რადგან მოთხოვნა ზრდადია. გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში მთლიანად ქართულ ბაზარზე ვიქნებით ორიენტირებული, შემოდგომის პირს კი მცირე ნაწილს უკვე ევროპის ბაზარზე გავიტანთ, ძირითადად ბულგარეთში, სადაც ჩვენს პროდუქტს კარგად იცნობენ და მაღალი ნდობითაც ვსარგებლობთ. რაც მთავარია,  უწყვეტობის კუთხით აქ არ გვაქვს პრობლემა, სხვა ქვეყნებისგან  განსხვავებით ნაკლებად პრეტენზიული ბაზარია,  მაშინაც, როცა მიწოდებაში შეიძლება წყვეტა გვქონდეს“, - აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.მიმდინარე წლის გეგმასთან დაკავშირებით ჯანელიძე აცხადებს, რომ დაახლოებით 20-25%-იანი ზრდა იქნება. ხოლო პროდუქციის ჯამური მოცულობა სავარაუდოდ 2000 ტონას გადააჭარბებს, რაც წინა წლის მაჩვენებელს მცირედით აღემატება.როგორც ცნობილია, კომპანიამ გასულ წელს ბაზარზე ახალი პროდუქტი, დაჭრილი მწვანილები და სალათის ფურცლების მიქსი გამოიტანა, რითაც რამდენიმე ქსელური მარკეტი მარაგდება. ჯანელიძის ინფორმაციით, აღნიშნულ მიმართულებას წარმოების დაახლოებით 25% უჭირავს.„დაჭრილი მწვანილის ხაზი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ჩვენი დიასახლისების დიდი ნაწილი ცოტა დროს ატარებს სახლში, უმეტესობა დასაქმებულია, ამიტომ  დროის დაზოგვის თვალსაზრისით გამზადებული პროდუქტის შეძენა მნიშვნელოვანია, ამიტომ მოთხოვნაც მატულობს, რასაც ჩვენი წარმოებაც ადეკვატურად პასუხობს. არ გამოვრიცხავ, მომავალში ამ მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ მუშაობა“, - აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.ცნობისთვის, „ჰერბია“ მაღალტექნოლოგიური საწარმო წყალტუბოში მდებარეობს. კომპანია  30-მდე დასახელების მწვანილს და ბოსტნეულს აწარმოებს და 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

1710764071

1709812585

საქართველოში ჭიაყელების ბიო-ფერმა ამოქმედდება - „მოთხოვნა წარმოებაზე 10-ჯერ მეტია“

„მოთხოვნა წარმოებაზე 10-ჯერ მეტია“ - როგორც კომპანია „მაკრო პრიმის“ დამფუძნებელი, გურამ გეჯაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, ეკოლოგიურად სუფთა ორგანულ სასუქზე მოთხოვნა ძალიან გაზრდილია და ის ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ ასწრებს.გურამ გეჯაძე: წლიურად დაახლოებით 150 ტონა სასუქს ვაწარმოებთ. წლიდან წლამდე მოთხოვნა მკვეთრად მატულობს. წელს მაგალითად, მოთხოვნა წარმოებაზე 10-ჯერ მეტია, ამიტომ ექსპორტზე გატანა ჯერჯერობით არც კი მოიაზრება.სასუქის რეალიზაცია ხდება როგორც ქსელურ მაღაზიებში - „კარფურში“, „გორგიაში“, „დომინოში“, ისე ფერმერებთან. 1 კილოგრამი მყარი სასუქი 1,2 ლარი ღირს, ხოლო თხევადი - 6 ლარი. მაღაზიებში კი ფასი განსხვავებულია. გურამ გეჯაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ჰყავს ჭიაყელების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც სასუქის წარმოებისთვის გამოიყენება, მაგრამ სამომავლოდ ჭიაყელების ბიო-ფერმის გაკეთებას გეგმავს.„ჭიაყელებით ცილის, პროტეინის წარმოება მოხდება, როგორც საკვები დანამატი მეცხოველეობაში. როგორც კი რაღაც მასშტაბზე გავალ, რომ გამოიხშიროს, ფერმას აუცილებლად გავაკეთებ“ - ამბობს ის.ჭიაყელების მიერ გადამუშავებული მსხვილფეხა პირუტყვის ფერმენტირებული ნაკელი უნიკალური პროდუქტია, რომლის ინტენსიური გამოყენება აღადგენს გამოფიტულ და ქიმიურად დაბინძურებულ ნიადაგს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას. ასეთი სასუქის გამოყენებით ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტი მიიღება.„მაკრო პრიმმა“ წარმოება 2011 წლიდან დაიწყო. საწარმო გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარეობს.

1709632321

ცოცხალი ცხოველები და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები 7.1%-ით გაიაფდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 3 პროცენტით შემცირდა.მათი განმარტებით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 7.1 პროცენტიანი კლებით, რამაც -3.99 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.„წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი შემცირდა 4.6 პროცენტით. ინდექსის კლება, ძირითადად, გამოწვეული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 25.2 პროცენტიანი კლებით, რაც -5.22 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება გაიზარდა 4.3 პროცენტით, რამაც 1.18 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“, - აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

1709542800

ქვეყნები, სადაც ცხვრების რაოდენობა ადამიანებს აღემატება

ბოლო ინფორმაციით, მსოფლიოში საშუალოდ, 1.2 მილიარდი ცხვარია. ამის მთავარი კონტრიბუტორი კი ჩინეთია, რომელსაც ცხვრების ყველაზე დიდი პოპულაცია ჰყავს. შესაბამისად, კონტინენტების მიხედვითაც, ყველაზე მეტი ცხვარი, გლობალური პოპულაციის 42% აზიაში ცხოვრობს, 31% - აფრიკაში, 11% - ევროპაში, 8.1% - ოკეანეთში, ხოლო 7% ამერიკის ორივე კონტინენტზე ერთად.2019 წლისთვის ჩენეთში 187 მილიონი ცხვარი, გლობალური პოპულაციის 15% ირიცხებოდა. მაღალია ცხვრების რაოდენობა ინდოეთში, ავსტრალიაში, სუდანში, ირანსა და ახალ-ზელანდიაშიც. ცხვრების მაღალი რაოდენობა ამ ქვეყნებში ცხვრის პროდუქტებზე მაღალ მოთხოვნას პასუხობს. 2018 წელს ჩინეთში ცხვრისა და ბატკნის 2.7 მილიონი ტონა ხორცი მოიხმარეს. ცხვრის ხორცზე მაღალია მოთხოვნა ყაზახეთშიც, სადაც ერთი ადამიანი წლის განმავლობაში 8.2 კგ ხორცს მოიხმარს.თუმცა განსხვავებით ქვეყნებისა, რომელთა მოსახლეობაც მაღალია, იქნება ეს ჩინეთი თუ ინდოეთი, ისეთ ქვეყნებსაც ვხვდებით, სადაც ცხვრის პოპულაცია ადამიანების რაოდენობას აღემატება. ასეთია, მაგალითად, ავსტრალია, სადაც ერთ სულ მოსახლეზე 3.3 ცხვარი მოდის.ამ ქვეყანათა ჩამონათვალს მიეკუთვნებიან:ნამიბია - 1.08 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზეირლანდია - 1.1 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზემავრიტანიის ისლამური რესპუბლიკა - 1.8 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზეისლანდია - 1.2 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზეურუგვაი - 2.9 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზეუელსი - 3 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზემონღოლეთი - 4.5 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზეახალი ზელანდია - 5.1 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზესავარაუდოა, რომ ახალ ზელანდიაში ცხვრებისა და ადამიანების ეს შეფარდება მომავალ წლებში ვერ შენარჩუნდება, რადგან ცხვრის პოპულაცია ქვეყანაში წლიდან წლამდე დრამატულად მცირდება. თუ 1982 წელს აქ 70 მილიონი სული ცხვარი ფიქსირდებოდა, 2020 წელს მათი რაოდენობა 26 მილიონამდე შემცირდა.ასევე არსებული პროგნოზით, ჩინეთი ცხვრების რაოდენობით გლობალური ლიდერის ტიტულს მომავალი წლების განმავლობაშიც შეინარჩუნებს. 


სხვა სიახლეები
ლატვია
როგორია საქართველო-ლატვიის ეკონომიკური ურთიერთობა - რას ვყიდით და ვყიდულობთ

საკანონმდებლო ორგანოში დღეს ლატვიის პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება და ეკონომიკური წინსვლა იყო.„ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, რა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოს დანიასთან. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები ციფრებში ასე გამოიხატა:2023 წელს ლატვიასთან სავაჭრო ბრუნვა 54,901 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. აქედან უდიდესი წილი 43,841 მლნ აშშ დოლარი იმპორტზე, ხოლო ექსპორტზე რეექსპორტის ჩათვლით 127 669 დოლარი მოდიოდა. რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, გასულ წელს ლატვიაში 106,119 დოლარის ღირებულების ქართული წარმოების პროდუქცია გავიდა ექსპორტზე. გასულ წელს ლატვიიდან იმპორტზე შემოვიდა 5 ძირითადი პროდუქცია:🔵 ეთილის სპირტი - 6,864 მლნ დოლარი;🔵 დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 6,197 მლნ დოლარი;🔵  საქონელი ატრაქციონებისათვის - 3,349 მლნ დოლარი;🔵 ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - 2,886 მლნ დოლარი;🔵 მზა ან დაკონსერვებული თევზი - 2,59 მლნ დოლარი.საქართველოდან ადგილობრივ ექსპორტზე გავიდა შემდეგი პროდუქცია:🔵 ყურძნის ნატურალური ღვინო - 4,074 მლნ დოლარი;🔵 ეთილის სპირტი - 1,614 მლნ დოლარი;🔵 სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 1,049 მლნ დოლარი;🔵 ფანერა - 772 ათასი დოლარი;🔵 მინერალური და მტკნარი წყლები - 666 ათასი დოლარი.

ეკონომიკა 1710829771

ვალუტის კურსი
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7098 ლარი გახდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7098 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6999 ლარი იყო.გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9529 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9402 ლარს შეადგენს.თურქული ლირა გამყარდა, რომლის ღირებულებაც 0.0839 ლარია.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 19 მარტს შევა ძალაში.

ეკონომიკა 1710770745

ნოდარ სირბილაძე
„დღეს ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია სწორი ვექტორისკენ არის მიმართული“ - ნოდარ სირბილაძე

ენერგეტიკა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს. ეს ის პროდუქტია, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად, უწყვეტად ვიყენებთ და  შესაბამისად მისი ფასის ცვლილებაც ჩვენს ყოფაზე მკვეთრად აისახება.უნდა აღინიშნოს, რომ  ელექტროენერგიის პოტენციალის ათვისებასა და ენერგეტიკის განვითარებას, მოსახლეობაზე როგორც პირდაპირ, ისე ირიბად დადებითი ეფექტი მოაქვს. ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოების ზრდას, ენერგოუსაფრთხოების ზრდა მოჰყვება და, პარალელურად, ელექტროენერგიაზე სტაბილურ ფასს ვინარჩუნებთ. ელექტროენერგიაზე სტაბილური ფასის შენარჩუნება ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამის მიზეზი კი ბუნებრივია ისაა, რომ  ნებისმიერი პროდუქტისა თუ საქონლის წარმოებისთვის ელ. ენერგიაა საჭირო. მისი სტაბილური ფასი სხვადასხვა პროდუქტის სტაბილური ფასის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში მოსახლეობის ჯიბეში არსებული ფულის მსყიდველობითი უნარის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. განსხვავებული სურათია მაშინ, როცა ქვეყანა იმპორტირებულ ენერგიაზეა დამოკიდებული. ამ დროს გარე შოკებმა შესაძლოა ენერგიის ფასი გაზარდოს, რაც პროდუქციისა თუ მომსახურების გაძვირებაში აისახება. რაც შეეხება ელექტროენერგიის წარმოების ირიბ სარგებელს, როცა ქვეყანაში ენერგიის გენერაცია იზრდება და შიდა მოთხოვნაც ელ.ენერგიაზე დაკმაყოფილებულია, ქვეყანას ეძლევა საშუალება ჭარბი ელ.ენერგია ექსპორტის სახით მეზობელ ქვეყნებში გაიტანოს და ქვეყნისთვის „ზედმეტი“ პროდუქციის გაყიდვით ძალიან დიდი ფინანსური სარგებელი მიიღოს. ელ.ენერგიის ექსპორტს აქვს პოტენციალი საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე დადებითად იმოქმედოს.არსებულ რეალობაში ის პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას ენერგო სექტორის განვითარების კუთხით აქვს სავსებით შეესაბამება იმ გამოწვევებს, რაც სახელმწიფოს წლების განმავლობაში დაუგროვდა. უფრო კონკრეტულად, საუბარია განახლებადი ენერგიის პოტენციალის სრულად ათვისებაზე, რომელიც მოიცავს როგორც მზისა და ქარის გენერაციის გაზრდას, ისე ჰესების მშენებლობის აუცილებლობის საკითხის. აქ უნდა აღინიშნოს სემეკის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც როგორც დრომ აჩვენა წარმატებული აღმოჩნდა. მაგალითად, მარეგულირებელმა დანერგა ნეტო აღრიცხვის სისტემა, რომლის განვითარებისთვის სემეკმა 2023 წელს ახალი რეგულაციები აამოქმედა, რაც ელექტროენერგიის სისტემის ოპერატორის ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მიერთების უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა. კერძოდ, 4%-იდან 8%-მდე გაიზარდა სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში პიკური დატვირთვის შეზღუდვის ზედა ზღვარი. აღნიშნული ცხადია ხელს უწყობს ამ სისტემაში კიდევ უფრო მეტი დადგმული სიმძლავრის შემოტანასა და ენერგიის გენერაციის ზრდას.ცალკე საკითხია კონკრეტულად ჰესებთან დაკავშირებით არსებული ხედვები. მისასალმებელია, რომ სახელმწიფოს ხედვა ჰესების კიდევ უფრო განვითარებისკენაა მიმართული. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დღესდღეობით ჩვენი ენერგიის გენერაციის დიდი წილი სწორედ ჰესებიდან წარმოქმნილ ენერგიაზე მოდის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას მზისა თუ ქარის ენერგია ვერ ჩაანაცვლებს. სიმართლე ისაა, რომ ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის ჰესების მშენებლობა აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი მთლიანად სახელმწიფო ინტერესში შედის.კიდევ ერთი პრიორიტეტი, რასაც ხაზი უნდა გავუსვათ, ეს ბაზრის ლიბერალიზაციის საკითხია. ამ მხრივ სემეკის პოზიცია ზუსტად ისეთია, რასაც ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს. უფრო კონკრეტულად, წელს სემეკის ერთ-ერთი მთავარი სამოქმედო არეალი ბაზრის ლიბერალიზაცია და კონკურენციის ხელშეწყობა იქნება.ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღესდღეობით ენერგეტიკის განვითარებასთან დაკავშირებული ხედვები სწორი ვექტორითაა მიმართული. ასეთი პოლიტიკის სრული იმპლემეტაცია კი შესაძლებლობას მოგვცემს ენერგო პოტენციალის სრულად ათვისებას, გამომუშავებული გენერაციის მაღალ დონესა და ენერგო უსაფრთხოებას. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ მომავალში შავი ზღვის კაბელის პროექტი საშუალებას მოგვცემს ჩვენი წარმოებული ნამატი ენერგია ევროპაშიც გავიტანოთ და დამატებითი ეკონომიკური სარგებელი ვნახოთ. ამისთვის კი უფრო და უფრო მეტი გენერაციის წყაროს შექმნაა საჭირო, რაც ემთხვევა თუნდაც სემეკის ხედვებს.წყარო: energynews.ge

ენერგეტიკა 1710765300

ჰერბია
„გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში მთლიანად ქართულ ბაზარზე ვიქნებით ორიენტირებული“ - „ჰერბია“

მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანიის „ჰერბია“ წარმოებული პროდუქტის რეალიზაციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს.როგორც კომპანიის დირექტორი ზურაბ ჯანელიძე  „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ადგილზე ბოსტნეულის დიდი სიმცირეა, რის გამოც გადაწყდა, რომ  თითქმის მთელი რესურსი, დაახლოებით 95%  ქართულ ბაზარზე გაიყიდოს. ექსპორტზე კი აქცენტი, წლის მეორე ნახევარში ბულგარეთზე გაკეთდება.რაც  შეეხება 2023 წლის ტენდენციას, როგორც '„ჰერბიას“ დირექტორი აღნიშნავს, გასულ წელს პროდუქტი ექსპორტზე საერთოდ არ გასულა. თუმცა 2022 წელს მცირე რაოდენობა, 5%-ის ფარგლებში გერმანიაში, ჰოლანდიასა და ბულგარეთში გაიყიდა.„პანდემიის შემდგომი პერიოდიდან ბოსტნეულზე მოთხოვნა გაიზარდა, რაც „ჰერბიას“ გაყიდვებზეც ადეკვატურად აისახება. წლიდან წლამდე სტაბილური ზრდა გვაქვს და ამ ტემპს წელსაც შევინარჩუნებთ. დროებით ვამბობთ უარს მასშტაბური ექსპორტის განხორციელებაზე, გაყიდვები ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იქნება მიმართული, რადგან მოთხოვნა ზრდადია. გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში მთლიანად ქართულ ბაზარზე ვიქნებით ორიენტირებული, შემოდგომის პირს კი მცირე ნაწილს უკვე ევროპის ბაზარზე გავიტანთ, ძირითადად ბულგარეთში, სადაც ჩვენს პროდუქტს კარგად იცნობენ და მაღალი ნდობითაც ვსარგებლობთ. რაც მთავარია,  უწყვეტობის კუთხით აქ არ გვაქვს პრობლემა, სხვა ქვეყნებისგან  განსხვავებით ნაკლებად პრეტენზიული ბაზარია,  მაშინაც, როცა მიწოდებაში შეიძლება წყვეტა გვქონდეს“, - აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.მიმდინარე წლის გეგმასთან დაკავშირებით ჯანელიძე აცხადებს, რომ დაახლოებით 20-25%-იანი ზრდა იქნება. ხოლო პროდუქციის ჯამური მოცულობა სავარაუდოდ 2000 ტონას გადააჭარბებს, რაც წინა წლის მაჩვენებელს მცირედით აღემატება.როგორც ცნობილია, კომპანიამ გასულ წელს ბაზარზე ახალი პროდუქტი, დაჭრილი მწვანილები და სალათის ფურცლების მიქსი გამოიტანა, რითაც რამდენიმე ქსელური მარკეტი მარაგდება. ჯანელიძის ინფორმაციით, აღნიშნულ მიმართულებას წარმოების დაახლოებით 25% უჭირავს.„დაჭრილი მწვანილის ხაზი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ჩვენი დიასახლისების დიდი ნაწილი ცოტა დროს ატარებს სახლში, უმეტესობა დასაქმებულია, ამიტომ  დროის დაზოგვის თვალსაზრისით გამზადებული პროდუქტის შეძენა მნიშვნელოვანია, ამიტომ მოთხოვნაც მატულობს, რასაც ჩვენი წარმოებაც ადეკვატურად პასუხობს. არ გამოვრიცხავ, მომავალში ამ მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ მუშაობა“, - აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.ცნობისთვის, „ჰერბია“ მაღალტექნოლოგიური საწარმო წყალტუბოში მდებარეობს. კომპანია  30-მდე დასახელების მწვანილს და ბოსტნეულს აწარმოებს და 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

სოფლის მეურნეობა 1710764071

მონადირეობა
საქართველოში უკანონო ნადირობის 700-მდე ფაქტი გამოვლინდა

ნადირობის სეზონი დასრულდა, თუმცა გასული წლების მსგავსად სექტორში გამოწვევები მრავლადაა, სამონადირეო მერნეობების ფინანსური პრობლემების გარდა, დარღვევების არაერთი შემთხვევა ფიქსირდება, რაც ძირითადად აკრძალული იარაღით ან და აკრძალულ სახეობებზე ნადირობას, მომზიდავი ელექტონული მოწყობილობების გამოყენებას და სალიცენზიო პირობების დარღვევას უკავშირდება.საქართველოში სულ 13 სამონადირეო მეურნეობა არსებობს, ხოლო გასულ სეზონზე, უკანონო ნადირობის 700-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 4 სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდა, დანარჩენი კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აკრძალული იარაღით ნადირობის 344 ფაქტია გამოვლენილი.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული სტატისტიკა, რომელიც 2023 წლის 19 აგვისტოდან 2024 წლის 1 მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ასე გამოიყურება:🔵 სულ, სამართალდარღვევების რაოდენობა -  691🔵 უკანონო ნადირობა (სისხლის სამართალი)  - 4🔵 ნადირობა აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით - 344🔵 ნადირობა გადამფრენ ფრინველებზე მოსაკრებლის გარეშე - 214🔵 ნადირობა გადამფრენ ფრინველებზე ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - 10🔵 იმ სახეობაზე ნადირობა, რომელზეც აკრძალულია - 27🔵 ნადირობა აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით - 92🔵 ჩამორთმეული ე.წ. მანოკების რაოდენობა - 372🔵 ჩამორთმეული სანადირო თოფების რაოდენობა - 141გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი, მაია ჩხობაძე „ბიზნესპარტნიორთან”  აცხადებს, რომ დეპარტამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახდენს კონტროლს და სამწუხაროდ სამართალდარღვევის ფაქტები საკმაოდ ხშირია.„დეპარტამენტმა გააძლიერა მუშაობა, არა მხოლოდ ადამიანური რესურსით, არამედ მონიტორინგის პროცესში სმარტ ტექნოლოგიების გამოყენებით. თუ გადავხედავთ, ძირითადად სამონადირეო მეურნეობები კახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, ქარელსა და რაჭაშია. ამ ტერიტორიებზე თუ კარგად განვითარდება სამონადირეო ტურიზმი და სამონადირეო მეურნეობაშიც სწორად წარიმართება პროცესები, აქ განვითარებული ეკოტურიზმი საკმაოდ კარგი შემოსავლის მომტანი შეიძლება იყოს ქვეყნისთვის”, -აცხადებს მაია ჩხობაძე.ცნობისთვის, სამონადირეო მეურნებაში დაშვებულია მხოლოდ ცხოველებზე ნადირობა, მის გარეთ კი გადამფრენ ფრინველზე, მონადირეს სეზონის მანძილზე მხოლოდ 10 ლარიანი ქვითრის შეძენა უწევს.სამონადირეო მეურნეობების შექმნის მიზანი გარეულ ცხოველთა სახეობების დაცვა, გამრავლება, მათი საბინადრო პირობების უზრუნველყოფა და ორგანიზებული ნადირობის დაგეგმვაა.

სოფლის მეურნეობა 1710763935

დავით ნარმანია
დედაქალაქში ყველაზე ხშირად ავარიები წყალმომარაგების სექტორში ხდება - დავით ნარმანია

„დედაქალაქში ყველაზე ხშირად ავარიები წყალმომარაგების სექტორში ხდება, ხოლო რეგიონებში ელ.ენერგიის გამანაწილებელ ქსელში“, - ამის შესახებ „სემეკის” თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.მისივე ინფორმაციით, კომპანია  Aqualia-მ, რომელმაც GWP მნიშვნელოვანი წილი იყიდა, აქტიური ინვესტირება დაიწყო. გარდა ამისა, „სემეკმა“ გასულ წელს „ენერგო-პროს“ საინვესტიციო პაკეტი გაუზარდა, რაც ქმნის მოლოდინს, რომ მომავალში ავარიების რიცხვი შემცირდება.„მომხმარებელთა ცნობიერების დონე იზრდება.იმ შემთხვევაში თუ ხდება მათი უფლებების დარღვევა მომხმარებლებმა იციან, რომ უნდა მომართონ სემეკს. ჩვენ საშუალოდ 1500-2000 განცხადებას განვიხილავთ წლის განმავლობაში, სადაც მომხმარებლები უჩივიან ან არასწორ დარიცხვას, ან მომსახურების მიწოდების ხშირ წყვეტებს. ეს არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული უკმაყოფილება მომხმარებლების მხრიდან. რა თქმა უნდა გამოვითხოვთ ინფორმაციას კომუნალური კომპანიებიდან და შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას.გასულ წელს არასწორად ან ზედმეტად დარიცხული გადასახადების სახით დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარი დავუბრუნეთ სხვადასხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს”, - განაცხადა ნარმანიამ.

ენერგეტიკა 1710763872