საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებულები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის (ESU) ინიციატივით, წელს საქართველოში საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსი 25 ედ გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს.კომპანიის ცნობით, 120-ზე მეტი აპლიკანტიდან ნახევარფინალში 30 საუკეთესო ესეის ავტორი გადავიდა, რომელთაგან ჟიურიმ 11 საუკეთესო შედეგის მქონე კონკურსანტი გამოავლინა. 30 მარტს გამართულ ფინალურ ტურში კი მონაწილეები ჟიურის წინაშე ხუთწუთიანი გამოსვლით წარდგნენ თემაზე: „You don’t get a second chance to get a second opinion“. შედეგად, ფინალურ ეტაპზე ჟიურიმ 11 მონაწილიდან 3 საუკეთესო გამოსვლის მქონე კონკურსანტი შეარჩია, რომელთაგან პირველი ადგილის მფლობელი ელენე ბახუტაშვილი გახდა, მეორე ადგილზე ბაჩანა უგრეხელიძე გავიდა, მესამე ადგილი კი ელენე გურეშიძემ დაიკავა.საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, პირველი ადგილის მფლობელი ელენე ბახუტაშვილი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება საერთაშორისო კონკურსის ფინალში მონაწილეობის მისაღებად, სადაც ქართველ კონკურსანტთან ერთად ESU-ს პროექტში მონაწილე 50-მდე ქვეყნის გამარჯვებულები იასპარეზებენ.„საქართველოს ბანკის, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კერძო კომპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობის შექმნას და მათი პოტენციალის გამოვლენას. საჯარო მეტყველების კონკურსი ეს არის 16-20 წლამდე ახალგაზრდებისთვის შექმნილი პროექტი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები ავლენენ საკუთარ ცოდნას, ივითარებენ კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარებს და ემზადებიან მსოფლიო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ წელს კიდევ ერთხელ გვქონდა შესაძლებლობა, აღმოგვეჩინა გამორჩეული ნიჭის მქონე ახალგაზრდები და ხელი შეგვეწყო მათთვის, გადაედგათ ნაბიჯი საკუთარი დიადი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.ინფორმაციისთვის, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი (ESU) 1918 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა. კავშირის მთავარი მიზანია, ინგლისური ენის მეშვეობით ხელი შეუწყოს ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას. ESU-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროგრამაა საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საქართველოში 1998 წლიდან ხორციელდება. 2012 წლიდან პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს ბანკი ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირთან ერთად. ESU-Georgia საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ყოველ წელს გამარჯვებულს ლონდონში, საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აგზავნის. ეს ყველაზე დიდი კონკურსია მსოფლიოში, რომელშიც მონაწილეობას ყოველწლიურად 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1 000 000 ახალგაზრდა იღებს.

1680266769

ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

ბაზისბანკი, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, სამშენებლო კომპანია კოლოსი დიღომი, 6 სართულიან მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს, „კოლოსი დიღომი“, აშენებს. ინფორმაციას ბაზისბანკი ავრცელებს.კომპანიის ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 5 მილიონი აშშ დოლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.ამავე ცნობით, საერთაშორისო სტანდარტების კომპლექსის მშენებლობა მოიცავს 7,500 კვ. მ. მიწის ფართობზე, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს პარკინგით, რომელიც აერთიანებს კომერციულ, საოფისე და საცხოვრებელ ფართებს. კომპლექსი უზრუნველყოფილია კეთილმოწყობილი ლანდშაფტით, რომელიც მოიცავს 2000 კვ.მ-მდე სარეკრეაციო ზონას.პროექტი 2024 წელს სრულდება და ბინის შეძენის მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ ბაზისბანკის გამარტივებული იპოთეკური სესხით. განაცხადის შევსება მომხმარებელს შეუძლია ონლაინ.„კოლოსი დიღომი“, დიდ დიღომში მდებარე თანამედროვე დაბალსართულიანი ელიტური კომპლექსია. ამ სივრცეს მშვიდი, ეკოლოგიურად სუფთა ადგილმდებარეობა გამოარჩევს. მოხარული ვარ, რომ ბაზისბანკთან პარტნიორობით მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომელიც გამოირჩევა მაღალი სანდოობით და ჩვენს მობინადრეებს უმაღლეს ხარისხსა და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენებულ, უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს ვთავაზობთ. სამომავლოდაც ბაზისბანკთან პარტნიორობას ვგეგმავთ, და, ერთობლივი ძალებით, კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს ქვეყანაში სამშენებლო სექტორის გაძლიერებას“, - განაცხადა კოლოსი დიღმის დირექტორმა ამირან ანდღულაძემ.„ბაზისბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ქართული ბიზნესის და, მათ შორის, სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ასევე ხელს უწყობს სამშენებლო სექტორის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას. მოხარული ვარ, რომ ვთანამშრომლობთ ისეთ კომპანიასთან, რომელიც მომხმარებელში მაღალი სანდოობით გამოირჩევა და გვეამაყება, რომ ჩვენთან პარტნიორობით, კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელიც დადებითად აისახება ზოგადად ბიზნესს გარემოზე“, - აღნიშნა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ.

1680249712

საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის „უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს
საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის „უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

საქართველოს ბანკი საქართველოს სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს. მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებისა და ელექტრონული კომერციის განვითარების მიზნით ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებით კიდევ 70 კომპანია შეძლებს ბიზნესის გაციფრულებას. შესაბამის მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერა.ინიციატივის ფარგლებში, სავაჭრო პალატა გამარჯვებული მეწარმეებისთვის უზრუნველყოფს როგორც ვებგვერდის დამზადებას, ასევე ვებგვერდის მართვის ტრენინგს და ტექნიკურ მხარდაჭერას. ხოლო ბანკი, მეწარმეების ინტერესებზე მორგებულ ონლაინ გადახდების (ბარათით გადახდა, განვადებით გადახდა, ნაწილ-ნაწილ გადახდა, PLUS და MR ქულებით გადახდა და სხვა) ინტეგრაციას, მათთვის შეღავათიანი პირობებით. პროექტში საქართველოში რეგისტრირებული ის მეწარმეები იღებენ მონაწილეობას, რომელსაც ინტერნეტის საშუალებით საკუთარი პროდუქტის გაყიდვა სურს.„დღეს ბიზნესისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას ციფრული არხების განვითარება წარმოადგენს. საქართველოს ბანკი იმ მიზნით ჩაერთო პროექტში, რომ კიდევ უფრო მეტმა ბიზნესმა შეძლოს გაციფრულება და დისტანციური არხებით წარმატებული საქმიანობა. აღნიშნული ინიციატივა ერთის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის მასშტაბით ელექტრონული კომერციის განვითარებას. მეორე მხრივ კი, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს შესაძლებლობას მისცემს, ონლაინ გადახდის სისტემის მეშვეობით კიდევ უფრო გაზარდოს გაყიდვები და გადავიდეს დახვეწილი ელექტრონული კომერციის ეტაპზე“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის გადახდების მართვის დეპარტამენტის დირექტორი, დავით ბეჟიაშვილი.ინფორმაციისთვის, პროექტი „უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ კომპანია „ინტეგრალის“ ჩართულობით ხორციელდება, რომელიც მეწარმეებს მათ ინტერესებზე და ბიზნესზე მორგებული ვებგვერდის შექმნაში ეხმარება.

1680179974

განაახლე შენი გარდერობი Cashback -სა და VISA -თან ერთად!
განაახლე შენი გარდერობი Cashback -სა და VISA -თან ერთად!

ლიბერთი ბანკის VISA ბარათების მფლობელებისთვის საგაზაფხულო სიახლეების დრო მოვიდა! CashBack - ის და VISA -ს ახალი, ერთობლივი აქციის ფარგლებში, მომხმარებლები მიიღებენ 65%-მდე ქეშბექს მეგობარ ობიექტებში ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების შეძენისას.აქციაში მონაწილე მეგობარი ობიექტებია: 1 აპრილი - NINI Kadagidze SHOES -50% CashBack1 აპრილი - სილვერ სთორ • SILVER STORE -5O% CashBack1 აპრილი - ბენირე • Benire (მხოლოდ ონლაინ მაღაზიაში) –50% CashBack2 აპრილი - კაბა • KABA (როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ მაღაზიაში) – 50% CashBack2 აპრილი - კალეისი • KALEISI –40% CashBack3 აპრილი - ART LIKA • არტ ლიკა -50% CashBack4 აპრილი - MOVA Jewelry -50% CashBack4 აპრილი - KATRIN • კეტრინი -50% CashBack5 აპრილი - ატელიე NAKA -65% CashBack6 აპრილი - პარაისო -50% CashBack6 აპრილი - SI.STORE7 -30% CashBack6 აპრილი - TANATA • თანათა -65% CashBack7 აპრილი - გოგერელიანი • GOGERELIANI -65% CashBack8 აპრილი - MERAKI • მერაკი (როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ მაღაზიაში) -50% CashBackთითოეულ მეგობარ ობიექტში დასაბრუნებელი ქეშბექის ლიმიტი 300 ლარია.აქციით სარგებლობისთვის საჭიროა www.CashBack.ge-ზე ან მობილურ აპლიკაციაში შეთავაზებების გააქტიურება და აქციის მეგობარ ობიექტებში ლიბერთის Visa ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდა. დაბრუნებული თანხა ანგარიშზე მომენტალურად აისახება.მომხმარებლებს, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვთ ლიბერთის Visa ბარათი, მისი აღება მარტივად შეუძლიათ ლიბერთის ფილიალებში, სულ რამდენიმე წუთში. ფილიალში ვიზიტის დაჯავშნა წინასწარ არის შესაძლებელი: https://libertybank.ge/ka/bookingმომხმარებლებს, ვინც უკვე სარგებლობენ ლიბერთის ანგარიშით, შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია მობაილ ბანკში და მარტივად აიღონ ციფრული Visa ბარათი, რომლის გამოყენებასაც Apple Pay-ით ან Google Play-ით გადახდისას შეძლებენ და ბარათის ყველა ბენეფიტით ისარგებლებენ.*წესები დეტალურად: შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია: iOS | Android ან შედით ვებგვერდზე www.cashback.ge.თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია.ავტორიზაციის გავლის შემდეგ, CashBack-ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" და მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.

1680089663

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჯარო მეტყველებაში მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჯარო მეტყველებაში მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

„საქართველოს ბანკი“, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია განათლების ხელშეწყობასა და განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერითა და „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით, 30 მარტს 16-20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის საჯარო მეტყველების კონკურსის ფინალური ტური 25- ედ გაიმართება.კონკურსი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ინგლისური ენის პოპულარიზაციას, როგორც კრიტიკული, ასევე ლოგიკური აზროვნების განვითარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას. საკუთარი პოტენციალის გამოვლენის მიზნით, წელს კონკურსში მონაწილეობა 120-მა ახალგაზრდამ მიიღო, საიდანაც 30 ნახევარფინალისტი შეირჩა. მათგან ფინალურ ეტაპზე კი 11 ახალგაზრდა გადავიდა.ფინალური ტურში მონაწილეები მოამზადებენ ხუთწუთიან გამოსვლას თემაზე: „You don’t get a second chance to get a second opinion”. კონკურსის ფარგლებში, ჟიურის წევრები 11 საუკეთესო კანდიდატიდან სამ გამარჯვებულს შეარჩევენ. პირველი ადგილის მფლობელი კი ლონდონში გაემგზავრება. წლევანდელი კონკურსის ჟიურის წევრები არიან: ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი; სამხედრო ატაშეს მოადგილე, ჯოანა როი; ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე - კრისტოფერ ანდერსონი, პროფესორი ლევან გიგინეიშვილი, საქართველოს ბანკის წარმომადგენელი და საჯარო მეტყველების კონკურსის 2019 წლის გამარჯვებული გუგა სუხიაშვილი; განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, თამთა კამკამიძე და ESU-Georgia-ს პრეზიდენტი მარინა ციციშვილი.„განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით არაერთი აქტივობა გვაქვს განხორციელებული. ჩვენი კომპანია, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, აღნიშნულ კონკურსს მეთერთმეტე წელია უჭერს მხარს. რადგან მიგვაჩნია, რომ საჯარო მეტყველების კონკურსი, როგორც ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტი, ინგლისური ენის პოპულარიზაციას და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. სიტყვით გამომსვლელებს აქვთ უნიკალური შანსი, საქართველო ლონდონში ფინალურ კონკურსზე წარადგინონ და საკუთარი თავი მსოფლიოს გააცნონ. მოხარული ვართ, რომ წელსაც მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დაგვეჭირა პროექტისთვის და ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის“, - განაცხადა ანა ლომთაძემ, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა.ინფორმაციისთვის, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი (ESU) 1918 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა. კავშირის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას ინგლისური ენის საშუალებით. ESU-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროგრამაა საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საქართველოში 1998 წლიდან ხორციელდება. 2012 წლიდან პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს ბანკი ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირთან ერთად. ESU-Georgia საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ყოველ წელს გამარჯვებულს ლონდონში, საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აგზავნის. ეს ყველაზე დიდი კონკურსია მსოფლიოში, რომელშიც 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1 000 000 ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას.

1680078530

რა შესაძლებლობებია „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში“? - საქართველოს ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ბენეფიციართა გამოცდილება
რა შესაძლებლობებია „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში“? - საქართველოს ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ბენეფიციართა გამოცდილება

საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას“ ახორციელებს. ინიციატივა, თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების გაერთიანებით, 200 ქალი მეწარმის ციფრული უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.„მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა“, 2 თვის განმავლობაში, მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, სხვადასხვა კურსების, ტრენინგებისა და ქოუჩინგ სესიების სახით შეიძინონ ზოგადი და პროფესიული ცოდნა, მოიძიონ გრძელვადიანი პარტნიორები და მიიღონ 360°-იანი მხარდაჭერა იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე. სწორედ აღნიშნული პროექტის შესახებ გამოცდილებებს გასული ნაკადის მონაწილეები გვიზიარებენ. პროექტის მეორე ნაკადის ერთ-ერთი მონაწილე მანანა მჭედლიშვილია, რომელიც ხევსურული ნაქარგობებით დაახლოებით ათი წლის წინ დაინტერესდა და მას შემდეგ ამ საქმიანობითაა დაკავებული. პროექტის ხელშეწყობით კი, კომპანია „ნაჭრელა“ უკვე გაფართოებასა და რამდენიმე ადამიანის დასაქმებასაც გეგმავს.„მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა“ იყო ერთგვარი ბიძგი, რომ ჩემი ნამუშევრები მეტი ადამიანისთვის გამეცნო. იქ დავინახე, რა პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს თუნდაც ერთი ნემსით გაკეთებულ საქმეს. ეს არის პროექტი, რომელიც მეტი კონტაქტის, აქტივობისა თუ საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული პროექტის შემდეგ დავიწყე კიდევ უფრო აქტიურად მუშაობა და ჩემმა მომხმარებლებმა თავიდან აღმომაჩინეს ჩემს ნაქარგობებთან ერთად. წარმატებას ბევრი ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს და ეს პროგრამა ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია“, - ამბობს კომპანია „ნაჭრელას“ დამფუძნებელი, მანანა მჭედლიშვილი.„ბელის ცომიკები“ სიყვარულის, ხალისის, სიფერადისა და ფანტაზიის უსაზღვრო წყაროა. მას შეუძლია ოჯახის წევრები შვილებთან უფრო მეტად დააახლოოს, გაახალისოს და გააბედნიეროს არა მხოლოდ ბავშვები, არამედ მათი მშობლებიც. ჩვენთან ერთად ყველა ბედნიერია“, - ამბობს საბავშვო საძერწი ეკო პლასტელინის - „ბელის ცომიკების“ დამფუძნებელი, მადონა ბეინაშვილი, რომელიც „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის” მეორე ნაკადის ბენეფიციარია.მადონა გვიყვება, რომ სწორედ „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში“ მონაწილეობისას გადაწყვიტა კომპანიის სახელის - „ცომიკების“ დარქმევა და ამიტომ მისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია აღნიშნულ პროექტზე საუბარი.„მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამიდან“ ძალიან ბევრი რამ მივიღე - მოტივაცია, ცოდნა, მიმართულება, საინტერესო ადამიანები, იდეები, რაც მთავარია სახელი „ცომიკები“, რისთვისაც უზომოდ მადლიერი და ბედნიერი ვარ. ეს პროგრამა არის და ყოველთვის იქნება ჩვენი საქმიანობის, იმ გეგმებისა და მიზნების სათავეში, რომელიც გვაქვს და სულ მალე განვახორციელებთ“, - ამბობს „ბელის ცომიკების“ დამფუძნებელი, მადონა ბეინაშვილი.ინფორმაციისთვის, „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ პირველი ნაკადის მიღება 2022 წლის მაისიდან დაიწყო და დღეის მონაცემებით უკვე 70 მეწარმე ქალს აერთიანებს. პროგრამაზე მიღება წელიწადში საშუალოდ სამჯერ ცხადდება და თითო ნაკადზე მოხვედრა 25 მეწარმეს შეუძლია.

1679910253

სინათლის სიჩქარით აღმოჩენებისკენ - საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სწავლა დაიწყო
სინათლის სიჩქარით აღმოჩენებისკენ - საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სწავლა დაიწყო

STEM მიმართულებით (ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები) მოსწავლეებში ინტერესის გაღრმავებისთვის და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის შექმნილ STEM სკოლაში სწავლა დაიწყო.საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, უკვე 201 მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს STEM მიმართულებით სიღრმისეული ცოდნა  და მაღალი ხარისხის, სერტიფიცირებული განათლება. აღსანიშნავია, რომ STEM სკოლაში სასწავლო პროცესი ერთწლიანია და ის ორ მოდულად ტარდება. პირველი მოდული უკვე დაიწყო და ივნისის ბოლოს დამთავრდება, მეორე მოდული კი 15 სექტემბრიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით გაიმართება.სკოლაში მოსწავლეთა დიდი ნაწილი რეგიონიდანაა. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდების დატვირთული გრაფიკის გათვალისწინებით, გაკვეთილები კვირაში ერთხელ, შაბათობით, პლატფორმა თიმსის მეშვეობით ტარდება.პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით იღებენ იმ საბაზისო თეორიულ და პრაქტიკულ განათლებას, რომელიც შემდგომში დაეხმარება მათ, კიდევ უფრო მეტად გაიღრმაონ ცოდნა და საკუთარი მომავალი STEM მიმართულებას დაუკავშირონ.„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყნის ნათელ მომავალს ქმნის განათლება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, უზრუნველყოს მოსწავლეები ახალი შესაძლებლობებით, განათლების მიღებისთვის საჭირო რესურსებით და დააინტერესოს ისინი მომავლის პროფესიებით. კომაროვის სკოლასთან ერთად, ჩვენ არაერთ პროექტზე ვიმუშავეთ, თუმცა STEM სკოლის მიმართ საზოგადოებაში გაჩენილმა ინტერესმა დაგვანახვა, რომ ჩვენ სწორ დროს, სწორ ინიციატივას ვახორციელებთ. იმედი გვაქვს, ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, კიდევ უფრო მეტი მოსწავლე შეძლებს სიღრმისეულად დაეუფლოს მომავლის მიმართულებებს და მიიღოს ხარისხიანი განათლება“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.აღსანიშნავია ისიც, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, STEM სკოლაში სწავლის სურვილი 1200-მდე მოსწავლემ გამოთქვა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის გადაწყვეტილებით, პროექტის ფარგლებში სკოლაში ადგილების რაოდენობა 150-იდან 201-მდე გაიზარდა.საქართველოს ბანკის ინიციატივით კი რეგიონში მცხოვრებ 60 მოსწავლეს, რომლებმაც მისაღებ გამოცდაში უმაღლესი ქულები დააგროვეს, სწავლა სრულად უფინანსდებათ.STEM სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

1679903113

განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით!
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის ერთობლივი აქციის დახმარებით!

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა „CashBack“ ლიბერთი ბანკის Mastercard ბარათის მფლობელებს  ახალ აქციას სთავაზობს: 30 %-მდე ქეშბექი ავეჯსა და სახლისთვის საჭირო პროდუქციაზე. აქციის ფარგლებში, CashBack-ის მეგობარ ობიექტებში  ლიბერთის Mastercard ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%-მდე  ანგარიშზე მომენტალურად დაუბრუნდებათ.აქციაში მონაწილე მეგობარი ობიექტები:25 მარტი - ზოდი • Zodi - 30%  CashBack | ლიმიტი -150026-27 მარტი - Meama • მეამა - 30%  CashBack | ლიმიტი-30026 მარტი - პანცილიონი • Pantsilion - 30%  CashBack (იმპორტირებული პროდუქცია) | ლიმიტი-100026 მარტი - პანცილიონი • Pantsilion (რბილი ავეჯი) - 20% CashBack (საქართველოში წარმოებული პროდუქცია: რბილი ავეჯი, საწოლები, მატრასები) | ლიმიტი - 1000ფილიალები რომლებშიც შეძლებ ქეშბექით სარგებლობას:ზოდი ქ. თბილისი, ნ. გაფრინდაშვილის ქ. #11 (იმუშავებს 22:00-მდე) ქ. რუსთავი, გ. ლეონიძის ქ. #20ა, ქ. მარნეული, სულხან-საბას ქ. #13, ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე-3 კმ. ქ. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 20. აქციაში არ მონაწილეობს ზოდის აუთლეტიმეამა სითი მოლი საბურთალო სითი მოლი გლდანი ისთ ფოინთი თბილისი მოლი კანდელაკის 2 პეკინის 41 (ბათუმი) ზურაბ გორგილაძის 9 (ქუთაისი)  წმინდა ნინოს 13. პანცილიონი (ქეშბექი ეხება მხოლოდ იმპორტირებულ პროდუქციას) თორნიკე ერისთავის #1 (იმუშავებს 21:00) ვიქტორ კუპრაძის 6 (იმუშავებს 21:00) დავით აღმაშენებლის ხეივანი 68, სავაჭრო ცენტრი პავილიონი, მაღაზია: 216-218 (იმუშავებს 19:00-მდე) შეგახსენებთ ქეშბექის მიღების წესებს: გადმოწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე www.cashback.ge გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება გადაიხადე ლიბერთის Mastercard ბარათით  ყოველთვის მოითხოვე ლიბერთის ტერმინალი *წესები დეტალურად: შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია: iOS | Android ან შედით ვებ გვერდზე www.cashback.ge.თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია.ავტორიზაციის გავლის შემდეგ, CashBack-ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს „აქტივაცია“ და მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.

1679642254

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ბანკი სტარტაპების მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა.ინიციატივის ფარგლებში ღონისძიების სპიკერები 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მონაწილეები იყვნენ, რომლებმაც კარიერის განმავლობაში საკუთარი მარცხის ისტორიები დამსწრე აუდიტორიას გაუზიარეს. ესენი არიან: Kings International-ის თანადამფუძნებელი, ირაკლი ვეკუა; Phubber-ის თანადამფუძნებელი, გიორგი ჩუგოშვილი და Kovzy-ს თანადამფუძნებელი, ალექსანდრე ცინცაძე. ღონისძიებას კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორი, გიორგი ბურდული უძღვებოდა. „საქართველოს ბანკი მუდმივად მზად არის მხარი დაუჭიროს საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩატარებას საქართველოში. მსგავსი სახის ინიციატივები მარცხის მიუხედავად ადამიანებს აძლევს მეტ მოტივაციას, არ დანებდნენ და ბოლომდე მიჰყვნენ საკუთარ მიზანს - აკეთონ ის, რაც მათთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია. რაც შეეხება სპიკერებს - ისინი 500 Georgia-ს მონაწილეები არიან, რომლებმაც დიდი გზა გაიარეს, სანამ საკუთარი სტარტაპი ისეთ წარმატებულ ბიზნესად არ აქციეს, როგორიც დღესაა. შესაბამისად, ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმატებული ადამიანების წარუმატებელი ისტორიები მოესმინათ და გაეგოთ თუ როგორ არ უნდა დანებდნენ წარმატების გზაზე“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.ინფორმაციისთვის, „მარცხის ისტორიები™“ არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს.ცნობისთვის, Kings International-ი არის პლატფორმა, რომელიც მასწავლებლებს ეხმარება ონლაინ ოლიმპიადების ჩატარებაში. პლატფორმა ირაკლი ვეკუამ და ირაკლი ჯინჯიხაძემ პანდემიის პერიოდში შექმნეს და სწორედ ამ იდეით ისინი 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მესამე ნაკადის მონაწილეები გახდნენ.ალექსანდრე ცინცაძე და სანდრო დარსაველიძეც 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მესამე ნაკადის მონაწილეები არიან, რომლებმაც პლატფორმა KovZy შექმნეს. აღნიშნული პლატფორმა ქმნის პირდაპირი გაყიდვების არხს რესტორნებისთვის და მათ აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ონლაინ გადახდები და მიაწოდონ შეკვეთები. KovZy-მ ოპერირება 2021 წელს დაიწყო და ის ორი უმნიშვნელოვანესი მოდულისგან შედგება: ონლაინ გაყიდვები და QR menu.რაც შეეხება Phubber-ს - ეს არის პირველი ქართული ონლაინ მოდის პლატფორმა და აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც სურთ იყიდონ ან გაყიდონ ტანსაცმელი და აქსესუარები. შესაძლებელია ქართველი დიზაინერების კოლექციების, ავთენტური ბრენდების, ვინტაჟური და მეორეული ნივთების აღმოჩენა. სტარტაპი 2019 წელს გიორგი ლოსაბერიძემ და ანანო დოლაბერიძემ დაარსდა და Phubber-მაც 500 Georgia-ს პროგრამის ფარგლებში გაიარა აქსელერაცია.500 Georgia არის 500 Global-ის სააქსელერაციო პროგრამა, რომელიც რეგიონში 500Georgia-ს სახელით ხორციელდება. მისი მთავარი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა.

1679577006

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეოთხედ, სტუდენტებისთვის ყველაზე მასშტაბური, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსი ტარდება.კონკურსში მონაწილეობა ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. ამისათვის, მათ უნდა შეკრიბონ გუნდი და გაიარონ რეგისტრაცია. შეჯიბრში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 11 აპრილს დასრულდება. საქართველოს ბანკისა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია TBSC Consulting-ის თანამშრომლობით განხორციელებული ინიციატივა მიზნად ისახავს, რეალურ ბიზნესქეისებზე მუშაობის მეშვეობით ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარებას.შეჯიბრი სამ ეტაპად ჩატარდება, რომელშიც თითოეული გუნდი მონაწილეობას საკუთარი უნივერსიტეტის სახელით მიიღებს. კონკურსის ფარგლებში, სტუდენტები იმუშავებენ ბიზნესქეისებზე, გამარჯვებულებს კი საქართველოს მასშტაბით ტოპ საფეხურის მენეჯერები გამოავლენენ.ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსის საპრიზო ბიუჯეტი 20 000 ლარს შეადგენს.  პირველი ადგილის მფლობელს 11 000 ლარი გადაეცემა, მეორე ადგილის მფლობელი 6000 ლარს მიიღებს, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდი - 3000 ლარს.„საქართველოს ბანკის, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის მთავარი ღირებულება განათლების მხარდაჭერაა. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, ჩვენი პარტნიორობით მრავალი საგანმანათლებლო ინიციატივა და პროექტი ხორციელდება. ერთ-ერთ ასეთ პროექტს „ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსი“ წარმოადგენს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, განივითარონ ანალიტიკური აზროვნების უნარები, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და გახდნენ ლოკალური სტუდენტური ქსელის წევრები“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.კონკურსში მონაწილეობისთვის, სტუდენტებმა უნდა დააკომპლექტონ 4-6 წევრისგან შემდგარი გუნდები. ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსის პირველი ტური კი 24 – 25 აპრილს გაიმართება.კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მეილზე: BusinessCaseCompetition-04@tbsc.geკონკურსის მონაწილეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით მეილზე: competitionombudsman@protonmail.com

1679567326

ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

ბაზისბანკი, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკის ფინანსური ჩართულობითა და დეველოპერული კომპანია სიეიჩ ჯგუფთან თანამშრომლობით, 11 სართულიანი ბიზნეს კლასის საცხოვრებელი კომპლექსი, „შენი სახლი ნატახტრის ქუჩაზე“, შენდება.პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონი აშშ დოლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 4.3 მილიონ ლარს შეადგენს.მშენებლობა მოიცავს 1780  კვ. მ. მიწის ფართობზე, ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს მიწისქვეშა პარკინგით, ასევე კომერციული და საოფისე ფართებით. კომპლექსი უზრუნველყოფილია კონსიერჟის 24 საათიანი მომსახურებით და კეთილმოწყობილი ლანდშაფტით. საცხოვრებელი კომპლექსიდან იშლება ულამაზესი ხედები ქალაქსა და ფუნიკულიორზე.ბიზნეს კლასის საცხოვრებელი კორპუსი 2023 წლის მაისში სრულდება და  ბინის შეძენის მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ ბაზისბანკის გამარტივებული იპოთეკური სესხით. განაცხადის შევსება მომხმარებელს შეუძლია ონლაინ.„ჩვენი ჯგუფი წარმატებით ოპერირებს სამშენებლო და დეველოპერულ ბაზარზე. სიეიჩ ჯგუფის მიერ დაპროექტებული სახლის პრესტიჟულობას და უპირატესობას განაპირობებს მისი გეოგრაფიული მდებარეობა, საცხოვრებელი კომპლექსი განთავსებულია თბილისის პრესტიჟულ უბანში, არის კომპაქტური და მის მიმდებარედ განვითარებულია ყველანაირი ინფრასტრუქტურა, რაც სოციალურად აქტიურ ადამიანს ესაჭიროება. მოხარული ვართ, რომ ბაზისბანკთან პარტნიორობით, მრავალფუნქციურ კომპლექსს ვაშენებთ, რომელიც  გამოირჩევა მაღალი სანდოობით და ჩვენს მობინადრეებს უმაღლეს ხარისხსა და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენებულ, უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს ვთავაზობთ“, - განაცხადა შპს „ სიეიჩ ჯგუფი - CH Group“ დირექტორმა, ბ-ნ ვახტანგ მაღლაკელიძემ.„ბაზისბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ქართული ბიზნესის და, მათ შორის, სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ასევე ხელს უწყობს სამშენებლო სექტორის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას. მოხარული ვარ, რომ ვთანამშრომლობთ ისეთ კომპანიასთან, რომელიც მომხმარებელში მაღალი სანდოობით გამოირჩევა და გვეამაყება, რომ ჩვენთან პარტნიორობით, კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელიც დადებითად აისახება ზოგადად ბიზნეს გარემოზე“, - აღნიშნა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.

1679556134

„გაორმაგებული გზავნილები“- საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე აქცია დაიწყო
„გაორმაგებული გზავნილები“- საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე აქცია დაიწყო

საქართველოს ბანკი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბანკი, ახალი აქციების შეთავაზებით მომხმარებლის წახალისებას ცდილობს. ამჯერად ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალი აქცია -„გაორმაგებული გზავნილები“ დაიწყო.ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი, რომელიც აქციის მოქმედების პერიოდში საერთაშორისო ფულად გზავნილს მობილბანკში მიიღებს და მის მიერ განაღდებული გზავნილი რიგითობით მე-10 000 აღმოჩნდება, საჩუქრად თანხის ერთმაგ ოდენობას მიიღებს, თუმცა თანხა საერთო ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 3 000 ლარს. მაგალითად, თუ მომხმარებელი მობილბანკის მეშვეობით 300 $-ს გაანაღდებს, რომელიც მე-10 000 აღმოჩნდება, ის გაორმაგებულ თანხას, ანუ  ჯამში 600 $-ს მიიღებს (ეკვივალენტს ლარში) ხოლო, 4 000 $-ის შემთხვევაში ანგარიშზე 3 000 ლარი ჩაერიცხება. საერთაშორისო ფულადი გზავნილების განაღდებასთან დაკავშირებულ აქციაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოში ფულადი გზავნილის მიმღებ პირებს, რომლებიც გზავნილს საქართველოს ბანკის მობილბანკში გაანაღდებენ.„საქართველოს ბანკი მომხმარებლებს  ახალ და საინტერესო აქციებს სთავაზობს.  ამჯერად ის, ვინც საერთაშორისო ფულადი გზავნილით ისარგებლებს და თანხას საქართველოს ბანკის მობილბანკში  გაანაღდებს, საჩუქრის სახით გზავნილის ერთმაგ ოდენობას მიიღებს. საჩუქარი ყოველ კვირაში ერთხელ, ერთ იღბლიან მომხმარებელს, მობილბანკში გზავნილის განაღდების დღესვე დაერიცხება. აქციის ფარგლებში საჩუქრის გადაცემისას, მომხარებლის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა განხორციელდება იმ შემთხვევაშიც, თუ მის სახელზე ან ანგარიშზე დავალიანება ფიქსირდება. აქციის ფარგლებში, გაორმაგებული გზავნილის მიმღები  შესაბამის SMS-ს გზავნილის განაღდების შემდეგ, მომენტალურად მიიღებს“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.ცნობისთვის, აქცია 18 ივნისამდე გაგრძელდება და მის ფარგლებში გაორმაგებული თანხის მიღება მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი.დამატებითი ინფორმაცია აქციის პირობების შესახებ იხილეთ ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

1679381880