ირაკლი კოვზანაძე: დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე

დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში იურიდიული პირების ჩართვის შედეგად, ირაკლი კოვზანაძე იმედოვნებს, რომ 2022 წლის ბოლოსთვის დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა 5 მლრდ ლარს მიაღწევს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ამ ეტაპზე საბანკო სექტორში განთავსებული  ფიზიკური პირების დეპოზიტების მთლიანი მოცულობა 20,2 მილიარდ ლარზე მეტია, დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა კი 4,5 მლრდ-ს აჭარბებს.

"სისტემაში იურიდიული პირების ჩართვის შედეგად 2022 წლის ბოლოსთვის, თითქმის 5 მილიარდი ლარი იქნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია," - აღნიშნა კოვზანაძემ.

შეგახსენებთ, რომ „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებებით, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან,  დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში იურიდიულ პირებიც ჩაერთვნენ.

„ევროპული სტანდარტების დეპოზიტების დაზღვევის სისტემა  ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.  ამ სფეროში

ევროპულ  სტანდარტებთან დაახლოების მორიგი ნაბიჯი პარლამენტმა გასული წლის აპრილში საკანონმდებლო ცვლილებებით გადადგა, რომლის თანახმად 1 იანვრიდან  დეპოზიტების დაზღვევის სისტემა იურიდიულ პირებზეც ვრცელდება," - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე.

სამუშაო შეხვედრაზე  ირაკლი კოვზანაძემ ოთარ ძიძიკაშვილისგან  დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში იურიდიული პირების ჩართვის პროცესზე მიიღო ინფორმაცია.