კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 4.3 პროცენტით გაიზარდა

ბანკები 1674642425
საქართველოს ეროვნული ბანკი

2022 წლის დეკემბრის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 

2022 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 2.9 მლრდ ლარით, ანუ 4.3 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.5 პროცენტით გაიზარდა) და 2022 წლის  დეკემბრის ბოლოს 70.3 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 9.2 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.1 პროცენტია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.