ადმინისტრატორი   • 1640699900

ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა ₾35.75 მლრდ-მდე შემცირდა

საბანკო სექტორში 2021 წლის 1-ლი დეკემბრისთვის 35.75 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული.

სებ-ის ცნობით, მაჩვენებელი 1-ელ ნოემბერთან შედარებით 605.99 მლნ ლარით არის შემცირებული.

ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 398.39 მლნ ლარით შემცირდა, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 207.60 მლნ ლარით, ანუ 1.01%-ით შემცირდა.

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის 1-ლი დეკემბრისათვის 39.5% შეადგინა. ლარიზაცია გაზრდილია 0.29%-ული პუნქტით.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 5.35% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.71%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.82%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.17%, ხოლო ევროს წილმა 15.41% შეადგინა.

სიახლეები ამ კატეგორიიდან