ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა ₾37 მლრდ-ს აჭარბებს

დეპოზიტები - ქეისი

საბანკო სექტორში 2022 წლის 1-ლი იანვრის მონაცემებით, 37.2 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული.

სებ-ის ცნობით, მაჩვენებელი 1.42 მლრდ ლარით (+3.96%) აღემატება 2021 წლის 1-ლი დეკემბრის მონაცემებს (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.72%-ით მეტი).

დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 191.41 მლნ ლარით (1.25%), გაიზარდა, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 1.22 მლრდ ლარით (+6%).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 40.04% შეადგინა. 1-ლი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.54%-ული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.64%-ული პუნქტით).    დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.37% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.23%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.82%.    უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.89%, ხოლო ევროს წილმა 15.63% შეადგინა.