1733738781
Handy Candy პარტნიორთან ერთად საწარმოს აშენებს - ინვესტიცია $ 2 მილიონია
ხელნაკეთი კანფეტი Handy Candy-ის ბრენდის მფლობელი, პარტნიორთან შპს „ქართულ თემას“-თან ერთად საწარმოს აშენებს და ინვესტიციის მოცულობა $ 2 მილიონია.
კომპანიის დამფუძნებელი გიორგი თარხნიშვილი Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ ამ მიმართულებით $1 მილიონი უკვე დაიხარჯა.
„საწარმოს მშენებლობა 2025 წელს ლილოს ტერიტორიაზე დაიწყება და წლის ბოლოს დასრულდება. ვგეგმავთ წარმოების ზრდასა და ასორტიმენტის გაფართოებას. ასორტიმენტში კიდევ 4 სახეობის პროდუქტი დაგვემატება“, - განაცხადა გიორგი თარხნიშვილმა.
ქართული წარმოების, ახალი პროდუქტი ხელნაკეთი კანფეტი Handy Candy ადგილობრივ ბაზარზე 2023 წლის სექტემბრიდან გამოჩნდა.
კომპანიის დამფუძნებელი გიორგი თარხნიშვილი Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ პრემიუმ ხარისხის არომატული და გამორჩეული გემოს კანფეტი, იაპონური ტრადიციული მეთოდით მზადდება.
Handy Candy წარმოდგენილია „ევროპროდუქტში“ ნიკორას დიდი ზომის მარკეტებში და „უნივერსამის“ ქსელში.
„რადგან კანფეტი ხელით მზადდება და არის ნატურალური, სხვა ნაწარმთან შედარებით ძვირია. ინგრედიენტების სიძვირე განაპირებს შედარებით მაღალ ფასს. ჩვენი კონკურენტია ლოლიპოპია. პროდუქციის პოპულარობა და ცნობადობა იზრდება. პარტნიორებთან ერთად შპს „ქართული თემა“ ვამზადებთ მცირე შეფუთვებს, რომლის მათ სასაჩუქრე ნაკრებშია. აქედან გამომდინარე გავედით დიდ აუდიტორიაზე, ამიტომ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მცირე შეფუთვებში, გასინჯოს და დააგემოვნოს ქართული პროდუქტი“, - ამბობს მეწარმე.
რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, ჯერჯერობით Handy Candy-ის ექსპორტზე გატანა არ იგეგმება.
„ვგეგმავთ წარმოების გაზრდას და 2026 წლიდან ვიფიქრებთ ექსპორტზე, რადგან ეს არ არის მარტივი და ხელნაკეთი კანფეტის ტრანსპორტირებისას საჭიროა ტემპერატურული ციკლის შენარჩუნება. ჩვენი პროდუქციის პოპულარობა იზრდება. ვგეგმავთ სხვადასხვა გრამაჟით გამოშვებას. შესაძლოა, ბრენდული ცვლილებებიც განხორციელდეს, თუმცა კანფეტი იგივე დარჩება“, - ამბობს მეწარმე.
Handy Candy-ის საწარმო მდებარეობს ვარკეთილში და 7 ადამიანია დასაქმებული.