ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია £2 მლრდ-ს აღემატება

ლონდონის ბირჟა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია 2 მლრდ ფუნტს აღემატება, მცირედ შემცირებული გასულ კვირასთან შედარებით.

Galt and Taggart-ის მონაცემებით, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 16.14 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), წინა კვირასთან შედარებით 3.24-ით დაბალი ნიშნულით. ვაჭრობის მოცულობამ 200 000 აქციაზე მეტი შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციების ფასი წინა კვირასთან შედარებით 2.24%-ით შემცირდა და 16.1 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP) დაიხურა. ვაჭრობის მოცულობამ 94 000 აქციაზე მეტი შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.82 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), 4.35%-ით მეტი წინა კვირასთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობა 500 000 აქციით განისაზღვრა.

საქართველოს ბანკის კაპიტალიზაცია 794 მლნ ფუნტია, თიბისის - 888 მლნ, საქართველოს კაპიტალის 324 მლნ.