სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბიზნესებიდან თითქმის ნახევარი არ ფუნქციონირებს

ბიზნესი 1730272360
ბიზნესი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბიზნესებიდან თითქმის ნახევარი არ ფუნქციონირებს.

უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, სახელმწიფოს თანამონაწილეობით (არანაკლებ 50%-ისა), 5 883 ბიზნესია დარეგისტრირებული, სადაც მხოლოდ 49% არის აქტიური. სტატისტიკის მიხედვით, სახელმწიფოს საკუთრებაში 2865 მოქმედი ბიზნესია.

ამავე მონაცემების მიხედვით, სულ საქართველოში რეგისტრირებული 1 027 769 ბიზნეს სუბიექტია, აქედან 0,57% არის სახელმწიფო, აქტიური 27 1427 კომპანიიდან კი მხოლოდ 1%.

გარდა ამისა, საქსტატის თანახმად, საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში 2 138 ბიზნეს სუბიექტია რეგისტრირებული, საიდანაც მხოლოდ 927 ფუნქციონირებს. შესაბამისად, 43% არ არის აქტიური.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში აღნიშნული, საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან,1 015 143 კერძოა, საიდანაც 267 281 აქტიურია. ამათგან, საქართველოს მოქალაქე კერძო პირმა დაარეგისტრირა 886 765 ბიზნესი, აქედან 221 933 (25%) ფუნქციონირებს.

რაც შეეხება ზოგად მაჩვენებლებს, საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან (1 027 769) მხოლოდ 26.4% (271 427) ფუნქციონირებს.

ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, პროცენტულად, ყველაზე მეტი რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტი არ ფუნქციონირებს შემდეგ მიმართულებებში:

  • ექსტრატერიტორიული ორგანიზაციების და ორგანოების საქმიანობები - 89% (რეგისტრირებული 97, აქტიურია 11)
  • სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური დაცვა - 73% (რეგისტრირებული 1604 , აქტიური - 427 )
  • წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 70% (რეგისტრირებული 994 , აქტიური - 300)
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 69% (რეგისტრირებული 5743, აქტიური - 1766 )
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა 68% (რეგისტრირებული 11742, აქტიური - 3809)