თურნავა: მომსწრენი ვართ, როგორ განვითარდა ახალი ქართული ბრენდები, გასცდა საქართველოს საზღვრებს

ეკონომიკისა და მდრგადი განვითარების მინისტრი

ნათია თურნავა ქართული ბრენდების საერთაშორისო ბაზარზე აქტიურობას საამაყოს უწოდებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „ქართული ბრენდის დღე 2021"-ის დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და აღნიშნა, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში" გვერდში უდგას როგორც ქართულ წარმოებას.

„წლების განმავლობაში ჩვენ მომსწრენი ვართ, როგორ განვითარდა საქართველოში ახალი ბრენდები, გასცდა საქართველოს საზღვრებს და წარმოდგენილია ამაყად მსოფლიო ბაზარზე. აქ საუბარია ბრენდებზე, რომელიც შექმნილია სახელოვნებო დარგში, წარმოებაში, სამედიცინო სერვისებში, ტურიზმში. ასევე საამაყოა, რომ დღეს დაჯილდოებულ კომპანიებს შორის არიან „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარები. წლებია უკვე ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში" გვერდში უდგას როგორც ქართულ წარმოებას, ქართულ ბიზნესს, ასევე უნიკალური ქართული ბრენდების პოპულარიზაციას. ჩვენ მომავალშიც გავაძლიერებთ ამ კუთხით მუშაობას, რომ უფრო მეტი ქართული ბრენდი, უნიკალური ნაწარმი შეიქმნას და გასცდეს საქართველოს საზღვრებს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ქართული ბრენდის დღეს კომპანიები რამდენიმე ნომინაციაში, მათ შორის რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ბრენდი, წარმატებული ინვესტიცია, ბრენდ-პერსონა და სხვა, გამოვლინდა. ღონისძიება წელს მე-19-ედ გაიმართა.