ზვიად ციკოლია სუნამოს წარმოებას იწყებს

ზვიად ციკოლია

ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია უახლოეს მომავალში სუნამოს წარმოებას იწყებს. როგორც დიზაინერი აცხადებს,პროექტი განხორციელების პროცესშია.

„რადგან საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა აქვე დავამატებ ინფორმაციას. თავიდან იქნება 3 განსხვავებული არომატი 3 განსხვავებულ ფლაკონში. არომატები იქმნება სპეციალურად ციკოლიასთვის და არ გაიმეორებს რომელიმე ბრენდის სუნს,” - აცხადებს ციკოლია. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის არ სახელდება.

ზვიად ციკოლია ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერია, რომლის პორტფოლიოში მრავალი პროექტია. Tsikolia Watches, ქართული საათების ბრენდია, რომელიც განსაკუთრებული დიზაინით შვეიცარიაში მზადდება და უკვე წლებია ბაზარზე საკუთარ ნიშას ინარჩუნებს.