1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7128 ლარი გახდა - ვალუტის კურსი

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7098 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9420 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9529 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულებაც 0.0839 ლარია.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 20 მარტს შევა ძალაში.