1742542533
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7300 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ელი ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7314 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7300 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0280 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.0532 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულებაც 0.0799 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 2 ოქტომბერს შევა ძალაში.
1742635380
სასტუმრო „სავანეთი“ 3.2 მლნ აშშ დოლარად იყიდებაკახეთში მოქმედი სასტუმრო იყიდება. საუბარია, იყალთოში მდებარე სასტუმრო „სავანეთზე“, რომლის ღირებულება 3.2 მლნ აშშ დოლარია (8.878 მლნ ლარი).SS.GE-ზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ობიექტის ფართობი 4000 კვ.მ-ია. ამასთან, სასტუმროს აქვს აუზი, რესტორანი, სამზარეულო, ბარი და 5 საკონფერენციო დარბაზი.„იყიდება მოქმედი სასტუმრო კახეთში, თელავის მახლობლად, ისტორიულ სოფელ იყალთოში. ნომრების რაოდენობა არის 57, მიწის ფართობი - 16000 კვ.მეტრს შეადგენს, შენობის - 4000 კვ.მეტრს. სასტუმროს აქვს რესტორანი, სამზარეულო, ბარი, ღია ბარი, 5 საკონფერენციო ოთახი, ღია აუზი“, - აღნიშნულია განცხადებაში.როგორც სასტუმროს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, ის სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
1742632064
თბილისის რომელ უბნებში გაიზარდა და შემცირდა ბინების ფასი2025 წლის თებერვალში თბილისში 3 185 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც წლიურად 5%-ით შემცირებაა. კერძოდ, გასული წლის თებერვალში თბილისში 3 358 ბინა იყო გაყიდული. ამის შესახებ ინფორმაცია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია მოცემული.კვლევის ავტორების ცნობითვე, მცირედით - 1%-ით გაიზარდა ფასები და 2025 წლის თებერვალში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1 222 დოლარს გაუტოლდა. ეს კი მაშინ, როცა 2024 წლის თებერვალში 1 202 დოლარი იყო.კვლევაში მოცემულია მონაცემები თუ რა ღირდა უძრავი ქონება (1.კვ.მ.) 2025 წლის თებერვალში და როგორ შეიცვალა ფასები წლიურ ჭრილში თბილისის სხვადასხვა უბანში. მთაწმინდა - 1 კვ. მეტრის ფასი 2000 აშშ დოლარი; ღირებულება წლიურად შემცირდა 6%-ით; ვაკე - 1 კვ. მეტრის ფასი 1902 აშშ დოლარი; ღირებულება წლიურად შემცირდა 7%-ით; საბურთალო - 1 კვ. მეტრის ფასი 1454 აშშ დოლარი; ღირებულება წლიურად გაიზარდა 3%-ით; ჩუღურეთი - 1 კვ. მეტრის ფასი 1326 აშშ დოლარი; ღირებულება წლიურად შემცირდა 6%-ით; კრწანისი - 1 კვ. მეტრის ფასი 1280 აშშ დოლარი; ღირებულება წლიურად გაიზარდა 5%-ით; დიდუბე - 1 კვ. მეტრის ფასი 1197 აშშ დოლარი; ღირებულება წლიურად გაიზარდა 2%-ით; ისანი - 1 კვ. მეტრის ფასი 1130 აშშ დოლარი; ღირებულება წლიურად გაიზარდა 3%-ით; დიდი დიღომი - 1 კვ. მეტრის ფასი 1060 აშშ დოლარი; ღირებულება წლიურად გაიზარდა 4%-ით; გლდანი - 1 კვ. მეტრის ფასი 1054 აშშ დოლარი; ღირებულება წლიურად გაიზარდა 2%-ით; ნაძალადევი - 1 კვ. მეტრის ფასი 1044 აშშ დოლარი; ღირებულება წლიურად შემცირდა 1%-ით; სამგორი - 1 კვ. მეტრის ფასი 965 აშშ დოლარი; ღირებულება წლიურად შემცირდა 2%-ით.
1742537689
თბილისის უბნები, სადაც დღეს ელექტროენერგია დროებით შეიზღუდებათბილისის ნაწილს დღეს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს.მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის (ნაწილობრივ) და დაბა ტაბახმელას (ნეწილობრივ) მოსახლეობას.გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის საერთო საცხოვრებლების, გობრონიძის და წმინდა ნინოს ქუჩების მოსახლეობას.საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), პეტრე იბერის, პეტრიწის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის და ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მოსახლეობას.დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტალის (ნაწილობრივ) და რობაქიძის გამზირის მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
1742471941
პოლიტიკური არასტაბილურობის გამო, თურქული ლირა რეკორდულად უფასურდება - Bloombergსაერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე თურქული ლირა ბოლო დღეების განმავლობაში ანტირეკორდებს ამყარებს. გუშინ, ლირა მკვეთრად გაუფასურდა და 1 ამერიკული დოლარის კურსმა 38,6-დან 41 ლირას მიაღწია, რაც ერთ დღეში დაფიქსირებული 14%-იანი ცვლილებაა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.გამოცემის ინფორმაციით, დღეს ვაჭრობა $1=37,9952 ლირას კურსით დაიწყო.ერთწლიან პერიოდში ლირა თითქმის 28%-ითაა გაუფასურებული და ძირითად ვალუტებს შორის მას ყველაზე არასახარბიელო შედეგი აქვს.როგორც გამოცემა წერს, სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობამ მიმდინარე წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რადგან პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტის, სტამბოლის მერ ეკრემ იმამოღლუს დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკური რისკები გაიზარდა და ინვესტორებმა ქვეყნის აქტივები ჩამოიშორეს.
1742457160
ტრამპი დღეს აპირებს ხელი მოაწეროს განკარგულებას, რომლითაც განათლების სამინისტროს დახურვის პროცესს დაიწყებსაშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დღეს აპირებს ხელი მოაწეროს განკარგულებას, რომლითაც განათლების სამინისტროს დახურვის პროცესს დაიწყებს. ინფორმაცია თეთრი სახლის პრესსამსახურმა დაადასტურა.როგორც The Wall Street Journal-ი წერს, მოსალოდნელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი განკარგულებას თეთრ სახლში ცერემონიაზე მოაწერს ხელს, რომელსაც რამდენიმე რესპუბლიკელი გუბერნატორი და განათლების საკითხებში მდივანი დაესწრება.განკარგულებით ტრამპი განათლების მინისტრს, ლინდა მაკმაჰონს, დაავალებს "ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას", რათა ხელი შეუწყოს სამინისტროს დახურვას.Reuters-ის ინფორმაციით, განათლების სამინისტროს დახურვისთვის ტრამპს კონგრესის მხარდაჭერა დასჭირდება. რესპუბლიკელებს სენატში 100-დან 53 ადგილი აქვთ, თუმცა სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ კანონის მისაღებად 60 ხმაა საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას, მინიმუმ, შვიდი დემოკრატის მხარდაჭერა დასჭირდება.