დეკემბერში ინფლაციამ 14%-ს მიაღწია

ინფლაცია

2021 წელი მაღალი, ორნიშნულიანი ინფლაციით დასრულდა.

საქსტატის მონაცემებით, დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 13.9%-ით განისაზღვრა, წინა თვესთან შედარებით კი ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, მაჩვენებელმა 2021 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6%-ით განისაზღვრა.