დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა ნოემბერში 32.6%-ით გაიზარდა

გადასახადი

საქართველოში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 9.97 მლრდ ლარს მიაღწია, წლიურად მაჩვენებელი 32.6%-ით არის გაზრდილი.

28.5%-იანი წლიური ზრდაა ახალ დარეგისტრირებულ საწარმოთა შემთხვევაში, სულ ნოემბერში 4 441 საწარმო დარეგისტრირდა.