Fidelity International-ის პროგნოზით, უნცია ოქროს ფასი20%-ით გაიზრდება და 4 000 დოლარს მიაღწევს

ოქრო

Fidelity International-მა, 2026 წლის ბოლოსთვის, ოქროს ფასის შესახებ პროგნოზი გააკეთა და ივარაუდა, რომ ძვირფასი ლითონის ფასი, ამჟამინდელთან შედარებით, 20%-ით გაიზრდება.

კომპანიის ანალიზის მიხედვით, მომდევნო წელიწად-ნახევარში, შესაძლოა, უნცია ოქროს ფასმა 4 000 აშშ დოლარს მიაღწიოს. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რომ თუკი აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა (FED) საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს, დოლარი შესუსტდება და ცენტრალური ბანკები ოქროს შესყიდვის მასშტაბებს გაზრდიან.

აღნიშნული შეფასებები ემთხვევა Goldman Sachs-ის ანალიზს, რომელიც ასევე პროგნოზირებდა, რომ უნცია ოქროს ფასი 4 000 აშშ დოლარამდე შეიძლება გაიზარდოს.

თავის მხრივ, მაგალითად, Citigroup-ი უფრო ფრთხილ ვარაუდს გამოთქვამს და პროგნოზირებს, რომ უნცია ოქროს ფასი 3 315 აშშ დოლარის ფარგლებში იქნება.