„პროექტებში, რომელთა დამთავრებაც 2027-2028 წლებში იგეგმება, ბინების უკვე 30%-ია გაყიდული“

binebis-kidva

2024 წლის მაისის შემდეგ, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ეტაპობრივად უმჯობესდება. ამის შესახებ Galt And Taggart-ის სექტემბრის განახლებაში ვკითხულობთ.

მათივე ცნობით, პროექტებში, რომელთა დამთავრებაც 2024 წლის ბოლომდეა მოსალოდნელი, ბინების მარაგის 94% გაყიდულია.

ამასთან, იმ პროექტებში რომლებიც 2027-2028 წლებში სრულდება ბინების 30%-ია უკვე გაყიდული.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ გაყიდვების დიდი ნაწილი შესრულებულია დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადების სქემებით.

2024 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბინების გაყიდვის ტენდენცია შეიცვალა. რუსეთის მოქალაქეების წილი გაყიდვებში 6%-დან 2%-მდე შემცირდა, ხოლო ისრაელის მოქალაქეების წილი 4%-დან 11%-მდე გაიზარდა.

გარდა ამისა, სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიერ შესყიდვების მზარდი წილი მიუთითებს ბაზარზე გაზრდილ დივერსიფიკაციაზე“, - აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ მიმოხილვაში.