რა გაძვირდა აგვისტოში - ტოპ-10 პროდუქტი

პროდუქტები

საქსტატის მიხედვით, 2025 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.8%-ით განისაზღვრა.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, აგვისტოში წლიურად ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებში ლიდერია ლიმონი, რისი ფასიც 99%-ით არის გაზრდილი. ასევე, გაძვირებულია ქლიავი და ატამი.

უფრო კონკრეტულად, წელს აგვისტოში, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით ყველაზე გაძვირებული პროდუქტების ათეული ასეთია:

  • ლიმონი - 99%
  • ქლიავი - 82%
  • ატამი - 62%
  • ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - 30%
  • კაკაო - 28%
  • ყურძენი - 25%
  • ნაყინი - 24.4%
  • მწვანე ლობიო - 23%
  • ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები - 22%
  • მსხალი - 21%