1763126999
რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?
ეროვნული ბანკის მიერ 13 ნოემბერს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7091 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1461 ლარია.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7080 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.7040 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1550 ლარად, გაყიდვა კი 3.1400 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7090 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7020 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1650 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1400 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7100 ლარად, გაყიდვა კი - 2.7030 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1600 ლარად, გაყიდვას კი - 3.1350 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7100 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6800 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1550 ლარად, გაყიდვა კი 3.1100 ლარად შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.



