რას პასუხობს ფინანსთა მინისტრი ქვეყანაში ხელფასის 1000 ლარიანი მინიმალური ზღვარის დაწესების საკითხს

ხელფასი

„მინიმალური ხელფასის დადგენის საკითხი გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და ეს საიდუმლო არ არის,“ - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტში 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მას „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა სოფო ხორგუანმა ჰკითხა თუ რატომ არ არის შესაძლებელი კანონით განისაზღვროს მინიმალური ხელფასი 1000 ლარი ქვეყანაში.

„მინიმალური ხელფასის დადგენის საკითხთან დაკავშირებით, რისკები არ არის საიდუმლო. ეს რისკები დაკავშირებულია გარკვეულწილად უმუშევრობის ზრდასთან.

პირველ რიგში თქვენი კითხვიდან გამომდინარე ალბათ ვსაუბრობთ კერძო სექტორთან მიმართებით მინიმალური ზღვრის დადგენაზე. ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი არის ის რომ ამან შესაძლოა, გამოიწვიოს გარკვეულწილად უმუშევრობის ზრდა..

შესაძლოა, რიგი ბიზნესოპერატორები არ იყვნენ მზად დაადგინონ გარკვეული ზღვარი და ამის მიხედვით გადაუხადონ ხელფასი დასაქმებულს, ამან კი შესაძლოა დასაქმების კუთხით გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს,“ - აღნიშნა ხუციშვილმა.