საქართველოს ეკონომიკა ივნისში 6.3%-ით გაიზარდა - „საქსტატი“

ეკონომიკა გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკა ივნისში 6.3%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს მონაცემებს.

კერძოდ, „საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3 პროცენტით განისაზღვრა.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2025 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა. ხოლო კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში.