1692630000 • სხვადასხვა
საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 4 938.7 მლნ. აშშ დოლარია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2023 წლის პირველ შვიდ თვეში, ქვეყანაში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე), 2022 წლის პირველ შვიდ თვესთან შედარებით, 18%-ით მეტი იყო და 12 105.5 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია.
ამავე წყაროს მიხედვით, იგივე პერიოდში, 19%-ით გაიზარდა იმპორტის მოცულობა და 8 522.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 4 938.7 მლნ. აშშ დოლარი, საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8%-ია.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოს ჰყავს 10 მსხვილი საექსპორტო პარტნიორი, რომელთა საერთო წილი მთლიანი ექსპორტის 80.8%-ია. ჩვენი სამი უმსხვილესი ექსპორტიორია: სომხეთი - 495.0 მლნ. აშშ დოლარით, აზერბაიჯანი - 485.3 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი - 416.2 მლნ. აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტიორებს: 10 უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნის წილი საერთო იმპორტში 70.7%-ია, ყველაზე მსხვილი იმპორტიორები კი არიან: თურქეთი - 1 420.6 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი - 1 087.5 მლნ. აშშ დოლარით, აშშ - 975.3 მლნ. აშშ დოლარით.
საქსტატის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი - 1 687.8 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი - 1 503.7 მლნ. აშშ დოლარით, აშშ - 1 023.1 მლნ. აშშ დოლარით. ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის საერთო წილი კი, ქვეყნის მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7%-ია.
ექსპორტის შემთხვევაში, გასულ შვიდ თვეში, ყველაზე მეტი მოთხოვნა იყო: მსუბუქ ავტომობილებზე - 1 177.8 მლნ. აშშ დოლარი (მთელი ექსპორტის 32.9%), სპილენძის მადნებზე და კონცენტრატებზე - 380.6 მლნ. აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 10.6%), ყურძნის ნატურალურ ღვინოებზე - 150.3 მლნ. აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 4.2%).
გასული შვიდი თვის განმავლობაში, იმპორტის თვალსაზრისით, ყველაზე მოთხოვნად პროდუქცია იყო: მსუბუქი ავტომობილები - 1 620.1 მლნ. აშშ დოლარი (მთელი იმპორტის 19%), ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 608.5 მლნ. აშშ დოლარი (მთელი იმპორტის 7.1%), დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 307.7 მლნ. აშშ დოლარი (მთელი იმპორტის 3.6%).