საქართველოში იმპორტირებული ზეთის თითქმის 85% რუსეთზე მოდის - რა ფასად ვყიდულობთ

ზეთი

2024 წლის დეკემბერში რუსულ მზესუმზარის ზეთზე საექსპორტო გადასახადი სამჯერ - 27,9-დან 88,7 დოლარამდე იზრდება. იმის გამო, რომ საქართველოში იმპორტირებული ზეთის თითქმის 85% რუსეთზე მოდის, გამორიცხული არ არის, რომ დეკემბრიდან ზეთზე ფასი ქართულ ბაზარზეც გაიზარდოს.

რაც შეეხება არსებულ მაჩვენებელს, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში მზესუმზირას ზეთის იმპორტი 12.7%-ით გაიზარდა. კერძოდ, 10 თვეში ქვეყანაში 40.194 მლნ დოლარის ღირებულების 38 030 ტონა ზეთი (ერთი ლიტრის ღირებულება გადასახადების გარეშე 1.05 დოლარი) შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 35.661 მლნ დოლარის 32 871 ტონა (1 ლიტრი - 1.1 დოლარი).

Top-3 ქვეყანა, სადაც საქართველომ 2024 წლის 10 თვეში მზესუმზირას ზეთი იყიდა:

  • რუსეთი - 34.006 მლნ დოლარის 33 296 ტონა (ერთი ლიტრი - 1.02 დოლარი)
  • უკრაინა - 4.496 მლნ დოლარის 3 517 ტონა (ერთი ლიტრი - 1.27 დოლარი)
  • აზერბაიჯანი - 1.247 მლნ დოლარის 959 ტონა (ერთი ლიტრი - 1.3 დოლარი)

ამასთან, საქართველომ წელს შედარებით მცირე მოცულობით მზესუმზირას ზეთი იყიდა - უნგრეთში, თურქეთში, იტალიასა და ა.შ.