საქართველოში მოლუსკების იმპორტი გაიზარდა - რამდენად და საიდან შემოდის

მოლუსკები

საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მოლუსკების იმპორტი 25%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.

უფრო კონკრეტულად, წელს შვიდ თვეში ქვეყანაში იმპორტირებულია 590 100 დოლარის მოლუსკები (ჯამში 74 ტონა), შარშან იმავე პერიოდში კი 470 100 დოლარის ღირებულების (სულ 62 ტონა) უხერხემლოები.

რამდენად და საიდან შემოდის მოლუსკები საქართველოში

„ბიზნესპრესნიუსის“ დათვლით, შარშან 1 კგ-ის იმპორტი გადასახადების გარეშე საშუალოდ 7.6 დოლარი ჯდებოდა, წელს კი ფასი 7.9 დოლარია. მონაცემები აჩვენებს, რომ წელს ქვეყანაში უხერხემლოების იმპორტი 4%-ით გაიაფდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოლუსკების იმპორტი ძირითადად ჩინეთიდან, თურქეთიდან და პოლონეთიდან ხორციელდება. უფრო კონკრეტულად 5 ძირითადი სავაჭრო ქვეყანა ასეთია:

  • ჩინეთი - 100 300 აშშ დოლარის 22 ტონა;
  • თურქეთი - 80 100 აშშ დოლარის 3.4 ტონა;
  • პოლონეთი - 71 100 აშშ დოლარის 12 ტონა;
  • ნიდერლანდები - 60 600 აშშ დოლარის 7 ტონა;
  • პორტუგალია - 56 100 დოლარის 6 ტონა.