1683541515 • ეკონომიკა
წელს საქართველომ საწვავის 84% რუსეთისგან იყიდა

2023 წლის იანვარ-მარტში, საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობიმპორტიორთა კავშირი აქვეყნებს.
მათი ცნობით, საწვავის იმპორტმა შეადგინა 275 ათასი ტონა, რაც 17,8 ათასი ტონით ანუ 6,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (257,2 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტის მოცულობა 127,6 ათასი ტონა იყო, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტის - 147,5 ათასი ტონა.
კატეგორიების მიხედვით, ბენზინის იმპორტი ასე ნაწილდება:
✅ A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 76,5 ათასი ტონა (60%)
✅ A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 48 ათასი ტონა (37,6%)
✅ A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 3,1 ათასი ტონა (2,4%)
3 თვეში ქვეყანამ 232,1 ათასი ტონა რუსული წარმოების საწვავი მოიხმარა, რაც მთელი იმპორტის 84,4%-ია. შემდეგ მოდიან:
✅ რუმინეთი - 40,9 ათასი ტონა (მთლიანი იმპორტის 14,9%)
✅ თურქმენეთი - 1,2 ათასი ტონა (0,4%)
✅ ბელარუსი - 0,7 ათასი ტონა (0,2%)
✅ უკრაინა - 0,1 ათასი ტონა (0,05%)
✅ ბულგარეთი - 0,1 ათასი ტონა (0,05%)