დოლარი - ვალუტა
ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან - გაუფასურდა

22 აპრილის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 0.03 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.7500 ლარია.საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.65 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1614 ლარი გახდა.3.81 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6770 ლარი გახდა.ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 7.19 თეთრი შეადგინა.

1745328607

„ქართული ოცნება“
საქართველო ეკონომიკური განვითარების სწორ გზას დაადგა, 2012 წლის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკა გასამმაგდა - „ქართული ოცნება“

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო პარტიის დაფუძნებიდან 13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.მათი განცხადებით, 2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა ქვეყანაში დამყარებულ სისხლიან დიქტატურას.პარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "რეჟიმზე გამარჯვების" შემდეგ, „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებას და შეუქცევადი განვითარების რელსებზე დადგა.განცხადებაში აღინიშნება, რომ ვერავითარი მუქარა და შანტაჟი, ვერავითარი სანქციები და განცხადებები ვერ აიძულებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, საქართველო ომის ქარცეცხლში გახვიოს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს - "ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს და აიძულებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას", რომელიც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული.„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.„დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. 2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა ქვეყანაში დამყარებულ სისხლიან დიქტატურას. რეჟიმზე გამარჯვების შემდეგ, "ქართული ოცნების" პირობებში, საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და შეუქცევადი განვითარების რელსებზე დადგა.„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის საქართველოს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია. ამასთან, უწყვეტი მშვიდობა „ქართულმა ოცნებამ“ ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში შეინარჩუნა. ამ მხრივ, განსაკუთრებით რთული იყო გასული 3 წელიწადი, როდესაც საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის პირდაპირი საფრთხე შეექმნა. თუმცა, უმძიმესი ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, ხელისუფლება ამ გამოწვევასაც ღირსეულად გაუმკლავდა და უმკლავდება, საზოგადოება კი ხედავს, რომ ვერავითარი მუქარა და შანტაჟი, ვერავითარი სანქციები და განცხადებები ვერ აიძულებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, საქართველო ომის ქარცეცხლში გახვიოს, რაც ჩვენს ქვეყანას განადგურებას მოუტანდა.2012 წელს, უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტმა დემოკრატიულმა წინსვლამ ჩაანაცვლა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2012 წლის 1 ოქტომბერს წარსულს ჩააბარა უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, არადემოკრატიული კონსტიტუცია, არჩევნების გაყალბება, ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტი, მონოპოლიზებული მედია, პოლიტიკურ კონტროლს დამორჩილებული სასამართლო და უამრავი სხვა მანკიერება. დღეს საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები, ქვეყანას აქვს დემოკრატიული კონსტიტუცია, ტარდება სამართლიანი არჩევნები, აღიკვეთა ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესი თავისუფალია, როგორც არასდროს, დაცულია სასამართლოს დამოუკიდებლობა, უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი.საქართველო ეკონომიკური განვითარების სწორ გზას დაადგა. 2012 წლის შემდეგ, ქართულ ეკონომიკას ორ გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ კრიზისთან მოუწია გამკლავება. თუმცა, რეალური ეკონომიკური თავისუფლების დამკვიდრების, ბიზნესის რეკეტის აღკვეთისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, საქართველომ სირთულეები წარმატებით დაძლია და ქვეყნის ეკონომიკა გაასამმაგა. გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 9,7 პროცენტით იზრდებოდა, რაც რეგიონში და ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელია. უკვე წელს, საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს გადააჭარბებს, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, 2030 წლისთვის 13 500 დოლარს მიაღწევს და საქართველო მაღალშემოსავლიან ქვეყნებს შორის გადაინაცვლებს. ლარის კურსი საიმედოდ სტაბილურია, 60-დან 36,4 პროცენტამდე შემცირდა ქვეყნის საგარეო ვალი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ საქართველოში სამჯერ შემცირდა სიღარიბის მაჩვენებელი და 700 ათასამდე ადამიანმა დაძლია სიღარიბე.2012 წლიდან, ფუნდამენტურად შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომა სოციალური პოლიტიკისადმი. დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, არსებითად გაფართოვდა სოციალური დახმარების პაკეტები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, აღიკვეთა სოციალური დახმარების პოლიტიკური ინტერესების მიხედვით განაწილების პრაქტიკა.საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ყველა ხელშესახებ პროგრესს სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიაღწია. სწორედ 2012 წლის შემდეგ მოაწერა ხელი ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულებას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ბრძოლით მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსიც, რომელიც საქართველოს არაკეთილმოსურნეებს და მათი კარნახით მოქმედ ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად ჰქონდათ მოაზრებული. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ბიუროკრატია დღესაც საქართველოს შანტაჟითა და ხელისუფლებაში არადემოკრატიული ძალების დაბრუნების მცდელობით არის დაკავებული, საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველა გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდება და საქართველო 2030 წლისთვის დაანონსებულ ევროკავშირის გაფართოებას ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ მომზადებული შეხვდება. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ დროისთვის, ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატიაც ღირსეული, დამოუკიდებელი და ევროკავშირისა და ევროპის მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ელიტით ჩანაცვლდება.საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს და აიძულებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით და ამ ინტერესების ხარჯზე კომპრომისს არასოდეს დაუშვებს, მომავალშიც განუხრელად დაიცავს სამშობლოს, ეკლესიას და ეროვნულ ფასეულობებს!,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

1745301480

ვალუტის კურსი
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

22 აპრილს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი 2.7503 ლარი. გამყარება 0.20 თეთრი; 1 ევრო 3.1249 ლარი. გამყარება 0.25 თეთრი; 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.6389 ლარი. გამყარება 1.23 თეთრი; 1 თურქული ლირა 0.0721 ლარი. გამყარება 0.01 თეთრი; 100 რუსული რუბლი 3.3429 ლარი. გამყარება 0.37 თეთრი; 1000 სომხური დრამი 7.0227 ლარი. გამყარება 1.28 თეთრი; 1 აზერბაიჯანული მანათი 1.6174 ლარი. გამყარება 0.12 თეთრი; 10 უკრაინული გრივნა 0.6642 ლარი. გამყარება 0.40 თეთრი; სააღდგომო უქმეების შემდეგ, ეროვნული ბანკი ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს დღეიდან განაახლებს.

1745297736

ვალუტის კურსი
ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - როგორი იყო კვირის დინამიკა

მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა დოლართანაც და ევროსთან მიმართებითაც გამყარდა.14 აპრილს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7545 ლარი გახდა. კურსი, რომელიც იქამდე მოქმედებდა, 2.7558 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1363 ლარი გახდა. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 3.1259 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0104 ლარი შეადგინა.15 აპრილს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7544 ლარი გახდა. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1229 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0134 ლარი შეადგინა.16 აპრილს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7523 ლარი გახდა. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1274 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0045 ლარი შეადგინა.17 აპრილს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7503 ლარი გახდა. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1249 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0025 ლარი შეადგინა.საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.0055 ლარით, ხოლო ევროსთან მიმართებით 0.001 ლარით გამყარდა.

1745066501

ვალუტის კურსი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7503 ლარი გახდა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7503 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7503 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7523 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1249 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1274 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0025 ლარი შეადგინა.

1744895051

ვალუტა
რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7523 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1274 ლარია.„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7500 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.7450 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1300 ლარად, გაყიდვა კი 3.1150 ლარად შეუძლიათ.ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7540 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7480 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1250 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1100 ლარად შეუძლიათ.სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7520 ლარად, გაყიდვა კი - 2.7470 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1300 ლარად, გაყიდვას კი - 3.1150 ლარად შეძლებენ.თავისუფლების მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7550 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7250 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1300 ლარად, გაყიდვა კი 3.0800 ლარად შეუძლიათ.ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

1744871576

ვალუტის კურსი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7523 ლარი გახდა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7523 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7523 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7544 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1274 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1229 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0045 ლარი შეადგინა.

1744808902

ვალუტის კურსი
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

16 აპრილს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი 2.7544 ლარი. გამყარდა 0.01 თეთრი; 1 ევრო 3.1229 ლარი. გამყარდა 1.34 თეთრი; 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.6477 ლარი. გაუფასურდა 1.59 თეთრი; 1 თურქული ლირა 0.0723 ლარი. გამყარდა 0.01 თეთრი; 100 რუსული რუბლი 3.3528 ლარი. გაუფასურდა 0.68 თეთრი; 1000 სომხური დრამი 7.0400 ლარი. გაუფასურდა 0.69 თეთრი; 1 აზერბაიჯანული მანათი 1.6199 ლარი. უცვლელია.

1744783666

ვალუტის კურსი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7544 ლარი გახდა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7544 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7544 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7545 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1229 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1363 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0134 ლარი შეადგინა.

1744722815

valuta
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

15 აპრილს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი 2.7545 ლარი. გამყარდა 0.13 თეთრი; 1 ევრო 3.1363 ლარი. გაუფასურდა 1.04 თეთრი; 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.6318 ლარი. გაუფასურდა 3.02 თეთრი; 1 თურქული ლირა 0.0724 ლარი. უცვლელია; 100 რუსული რუბლი 3.3460 ლარი. გაუფასურდა 7.07 თეთრი; 1000 სომხური დრამი 7.0331 ლარი. გამყარდა 0.04 თეთრი; 1 აზერბაიჯანული მანათი 1.6199 ლარი. გამყარდა 0.08 თეთრი.

1744694860

ვალუტის კურსი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7545 ლარი გახდა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7545 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7545 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7558 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1363 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1259 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0104 ლარი შეადგინა.

1744639148

საგარეო ვალი
ერთ თვეში სახელმწიფო საგარეო ვალი 138.4 მლნ დოლარით გაიზარდა - ვისი კრედიტი აქვს საქართველოს

2025 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8.716 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით თითქმის 24.120 მლრდ ლარს) შეადგენს. ეს კი 138.47 მლნ დოლარით მეტია წინა თვესთან შედარებით.უფრო კონკრეტულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის მოცულობა 8.577 მლრდ დოლარს შეადგენდა.ამასთან, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მარტის მდგომარეობით უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალი 8.358 მლრდ დოლარი იყო, აქედან მრავალმხრივი კრედიტორების დავალიანება 6.337 მლრდ დოლარია, ორმხრივი კრედიტორების კი 1.520 მლრდ დოლარი. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულება 358 მლნ დოლარს შეადგენდა.ამასთან, 2025 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).მსხვილი კრედიტორები 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით: აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2.292 მლრდ დოლარი მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 1.669 მლრდ დოლარი ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 1.111 მლრდ დოლარი მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) – 456.8 მლნ დოლარი საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) - 179 მლნ დოლარი რაც შეეხება ორმხრივ კრედიტორებს, ანუ ქვეყნებს, 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ასე გამოიყურება: საფრანგეთი - 783.587 მლნ დოლარი გერმანია - 582.674 მლნ დოლარი იაპონია - 121.792 მლნ დოლარი ავსტრია - 10.721 მლნ დოლარი ქუვეითი - 8.5537 მლნ დოლარი აშშ - 5.902 მლნ დოლარი ამასთან, საქართველოს რუსეთის 3.997 მლნ დოლარის ვალი აქვს; 1.139 მლნ დოლარის - თურქეთის, 636 ათასი დოლარის ყაზახეთის და ა.შ.

1744623533