ადმინისტრატორი • 1639740420

"აჭარისწყალი ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს ახალი დირექტორები ჰყავს

„შუახევი ჰესის“ მფლობელი კომპანიის, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორებად ასბიორნ გრუნდტი და ტრონ ენგბრეტსენი წარადგინეს.

ასბიორნ გრუნდტს აქვს საერთაშორისო ჰიდროენერგეტიკულ სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის იყო ევროპის ქარისა და მზის ბაზრის ოპერატორი (EVP), IT და მუშაობდა საერთაშორისო ჰიდროენერგეტიკის საკითხებზე Statkraft-ში. ის ასევე მუშაობდა ექვსი წლის განმავლობაში Norsk Hydro-ს ელექტროენერგიის ბაზრის ოპერაციებზე. ასბიორნ გრუნდტი ასევე იყო SN Power-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

დღეს ასბორნ გრუნდტი მუშაობს Statkraft-ში ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე და  ხელმძღვანელობს ერთეულს „მფლობელობა“ – Business Area Production-ში, რომელიც აკონტროლებს Statkraft-ის საკუთრების ინტერესებს ჰიდროენერგეტიკულ სექტორში. ის ამავდროულად არის Agder Energi-ს, Eviny-სა და Skagerak Energi-ის არააღმასრულებელი საბჭოს წევრი.

რაც შეეხება სამჭოს კიდევ ერთ ახალ წევრს, ტრონ ენგბრეტსენს, მას აქვს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება ენერგეტიკის სფეროში. ის იკავებდა SN Power-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას, იყო სამხრეთ ნორვეგიის რეგიონალური დირექტორი, ენერგიის გენერაციის დირექტორი და Statkraft-ის საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი. მუშაობდა ფილიპინებში, ინდოეთში, ბრაზილიაში, პერუში, ჩილეში, თურქეთსა და ალბანეთში. მისი პასუხისმგებლობის ქვეშ განხორციელდა Moglice HPP-ის მშნებლობა.

ტრონ ენგბრეტსენი იყო Finnmark Energi AS-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და თავმჯდომარე, Trondheim Energi AS, KVO, Oslo Energi-ს სამეთვალყურეო საბჭოების წევრი. ის დღემდე არის TEJV-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ჩილეში.