ჯანდაცვის სფეროში ყველაზე მეტად ამბულატორიული მომსახურება გაძვირდა

ჯანდაცვა 1725359716
ამბულატორია

მიმდინარე წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ჯანდაცვის სერვისები და პროდუქცია 1,1 %-ით გაძვირდა.

ამასთან, ყველაზე მნიშვნელოვნად 3%-ით, ფასებმა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე მოიმატა. 
2,8%-თაა გაძვირებული საავადმყოფოების მომსახურება.

უმნიშვნელო, 0,2%-ია ზრდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფში.

რაც შეეხება ზრდას წინა თვესთან შედარებით, ის უმნიშვნელოა და 0,4%-ს შეადგენს.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.0 პროცენტი შეადგინა.

წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად (-12.7%) კავშირგაბმულობა გაიაფდა, ხოლო გაძვირების „რეკორსდმენი“ სფეროებია ტრანსპორტი და სასტუმროები, კაფეები და რესტორნები, სადაც ზრდა 7,4 და 7,3%-ია.

წყარო: jandacva.ge