550-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია რუსეთში ბიზნესს კვლავ აგრძელებს - ევრონიუსი

მსოფლიო 1674309179
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

იელის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, 550-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია, მათ შორის ბევრი ევროპიდან, რუსეთში ბიზნესს კვლავ ახორციელებს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

მათ შორის ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას იტალიური კომპანიები - Boggi, Benetton, Calzedonia, ფრანგული - Clarins, Etam, Lacoste, გერმანული - Siemens Healthineers, B. Braun, ნიდერლანდური - ფილიპსი, ამერიკული - Tom Ford, Tupperware და TGI Friday's, ჩინური - Alibaba, Tencent და ZTE, ასევე ისეთი კომპანიები, რომლებიც სამგზავრო გადაზიდვებს ახორციელებენ - Emirates Airlines, Egyptair, Qatar Airways და Turkish Airlines.

კომპანიების ჩამონათვალი რეგულარულად ახლდება იელის უნივერსიტეტის ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომელიც 2022 წლის თებერვლიდან (ომის დაწყებიდან) პროცესებს აქტიურად აკვირდებიან.

საერთო ჯამში, იელის მონაცემთა ბაზაში მთელი მსოფლიოდან 1,389 კომპანიაა. ისინი ხუთ კატეგორიადაა დაყოფილი:

მათგან 223 ჩვეულ რეჟიმში საქმიანობს, 162-მა ფირმამ დადო პირობა, რომ მომავალში დატოვებს რუსულ ბაზარს, მაგრამ ჯერ კვლავაც აგრძელებენ საქმიანობას, 170 კომპანიამ მნიშვნელოვნად შეამცირეს რუსეთში საქმიანობა, თუმცა ნაწილობრივ მაინც რჩებიან ბაზარზე, 493-მა კომპანია სრულად ან თითქმის სრულად შეაჩერეს რუსეთში საქმიანობა და 341-მა კომპანიამ სრულად დატოვეს რუსეთი.

ამრიგად, როგორც „ევრონიუსი“ წერს, 555 კომპანია ჯერ კიდევ ოპერირებს რუსეთში, რაც იელის უნივერსიტეტის კვლევაში შესული კომპანიების 40%-ს წარმოადგენს.

კომპანიებს შორის, რომლებიც  აჭიანურებენ რუსეთში საქმიანობის შეწყვეტას, მრავალი ცნობილი ფირმაა ევროკავშირიდან და G7-დან. ესენია: AstraZeneca (დიდი ბრიტანეთი), Barilla (იტალია), Bayer (გერმანია), BlaBlaCar (საფრანგეთი), Engie (საფრანგეთი), Giorgio Armani (იტალია), ING Bank (ნიდერლანდები), Merck (გერმანია), Nestle (შვეიცარია), Red Bull (ავსტრია), Total Energies (საფრანგეთი), Unilever (დიდი ბრიტანეთი) და Yves Rocher (საფრანგეთი).

კვლევის თანახმად, 341 კომპანიას შორის, რომლებიც მთლიანად გამოვიდნენ რუსეთიდან, არიან: Accenture (ირლანდია), Aldi (გერმანია), Asda (დიდი ბრიტანეთი), Deloitte (აშშ), Deutsche Bank (გერმანია), Equinor (ნორვეგია), Heineken (ნიდერლანდები). ), IBM (აშშ), Ikea (შვედეთი), Lufthansa (გერმანია), McDonald's (აშშ), Mercedes-Benz (გერმანია), Netflix (აშშ), Nike (აშშ), Nissan (იაპონია), Nokia (ფინეთი), Renault (საფრანგეთი) და Vodafone (დიდი ბრიტანეთი).

იელის უნივერსიტეტის კვლევის შედეგებზე „ევრონიუსთან“ კომენტარი გააკეთა ევროკომისიის პრესსპიკერმა. მისი თქმით, ევროკავშირის სანქციები არ ავალდებულებს კომპანიებს რუსეთის დატოვებას და ბევრმა სხვაგვარი არჩევანი გააკეთა.