ბრაზილია და არგენტინა ერთიანი ვალუტის შექმნას გეგმავენ

მსოფლიო 1674481044
ბრაზილია და არგენტინა ერთიანი ვალუტის შექმნას გეგმავენ

ბრაზილია და არგენტინა ერთიანი ვალუტის შექმნის შესაძლებლობას განიხილავენ. ამის შესახებ forbes-ი იუწყება. 

ეს ორი ქვეყანა სამხრეთ ამერიკის ორ უდიდეს ეკონომიკას წარმოადგენენ. ერთიანი ვალუტის შექმნის შემთხვევაში ეს მსოფლიოში სიდიდით მეორე სავალუტო გაერთიანება იქნება ევროს შემდეგ.

ორმა ქვეყანამ უკვე ვალუტების გაერთიანებაზე მუშაობა დაიწყეს. სავალუტო გაერთიანებასთან მიერთებას რეგიონის სხვა ქვეყნებსაც სთავაზობენ.

Financial Times-ის ინფორმაციით, ეკონომისტები ითვლიან, თუ როგორ იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება რეგიონული ვაჭრობის გაზრდაზე და დოლარზე დამოკიდებულებას შეამცირებს. ახალი ვალუტა, რომელსაც სავარაუდოდ „სურ“-ს (სამხრეთს) დაარქმევენ, პირველ ეტაპზე ბრაზილიურ რეალთან და არგენტინულ პესოსთან პარალელურად იმოძრავებს.

დეტალები სპეციალურ სამიტზე იქნება შეთანხმებული, რომელიც ბუენოს-აირესში გაიმართება.

2022 წელს ბრაზილიასა და არგენტინას შორის ვაჭრობამ 2021 წელთან შედარებით 21%-ით გაიზარდა და 26,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპერტები ამბობენ, რომ ვალუტის სწრაფი გაერთიანების ილუზიები არ უნდა არსებობდეს, რადგანაც ევროკავშირს ამისთვის, 35 წელი დასჭირდა.