ევროპაში გაზის ფასი გაიზარდა

გაზის ტარიფი

2022 წლის პირველი სავაჭრო დღის  დასასრულისთვის ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასები ათას კუბურ მეტრზე 1 000 აშშ დოლარს მიუახლოვდა.

გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 817 აშშ დოლარს შეადგენდა, მოგვიანებით კლების ტემპი 771,2 დოლარამდე დაეცა. თუმცა, დღის მიწურულს ფასმა დაიწყო სტაბილური ზრდა და დახურვის ფასი 982,6 აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც 19,6%-ით მეტია პარასკევის სამიზნე ღირებულებაზე.

შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებლის გამო ბუნებრივი აირის ფასი განახევრდა.