გასულ კვირაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4.55 მლნ ბარელით შემცირდა

მსოფლიო 1642086732
საწვავის ტანკერი

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4.55 მლნ ბარელით, 413.298 მლნ ბარელამდე შემცირდა.

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მონაცემებით, ბენზინის მარაგები 7.96  მლნ ბარელით გაიზარდა და 240.748 მლნ ბარელს მიაღწია.

დისტილატების მარაგები ასევე გაზრდილია 129.383 მლნ ბარელამდე.

ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,7 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.