„3 ბილეთი 1000 ლარად“ - საქართველო-თურქეთის მატჩისთვის ბილეთებს გადამყიდველები თითქმის ოთხმაგი ღირებულებით ყიდიან

დინამო არენა

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ საშინაო მატჩს დინამო არენაზე მიმდინარე თვეში გამართავს. პირველი თამაში ხვალ, 4 სექტემბერს გაიმართება და საქართველოს ნაკრები თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 7 სექტემბერს – ბულგარეთს.

აღნიშნულ თამაშებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა აგვისტოს 1-ელ კვირაში დაიწყო და სრულად გაყიდულია. თამაშების მოახლოებასთან ერთად კი კვლავ გააქტიურდა გადამყიდველების საკითხი. ბილეთებს, რომლის ღირებულებაც 20, 40, 70 და 100 ლარი იყო, გადამყიდველები რიგ შემთხვევაში ოთხმაგ ფასადაც კი ყიდიან.

„იყიდება 2 ცალი 70-ლარიანი ბილეთი 280 ლარად“, „საქართველო-თურქეთის თამაშის 3 ბილეთი 1000 ლარად“, „იყიდება ორი ბილეთი 250 ლარად. დაკლება შეიძლება,“ – წერენ ფეისბუქ-ჯგუფში „ბილეთების შავი ბაზარი" გადამყიდველები

შეგახსენებთ, რომ საქართველო-თურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების თამაში ხვალ, 20:00 საათზე გაიმართება.