ამოღებულია ₾750 000-ის Marlboro-ს, PARLIAMENT-ის, SOBRANIE-ს და Winston-ის უაქციზო სიგარეტი - საგამოძიებო სამსახური

PARLIAMENT

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ჯამში 93 000 კოლოფი Marlboro-ს, PARLIAMENT-ის, SOBRANIE-ს და Winston-ის დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო ღირებულება 750 000 ლარს აღემატება.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე.

საგამოძიებო სამსახური განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათზე სამართლებრივი რეაგირების უზრუნველსაყოფად.