1773215760
ატამი 84.5%-ით, ქლიავი 79%-ით - რა გაძვირდა ყველაზე მეტად სექტემბერში?
მიმდინარე წლის სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 305 დასახელების საქონელსა და მომსახურებას შორის ატამი გაძვირდა. ფასის სხვაობამ 84.5% შეადგინა. მეორე ადგილზე ფასის 81.9%-ის ზრდით არის ლიმონი, მესამეზე კი 79%-ით ქლიავი. ასევე მკვეთრად - 36.8%-ით გაიზარდა საზამთროს ფასი, 46%-ით გაძვირდა კიტრი, მწვანილის ფასი კი 36%-ით არის გაზრდილი. ასევე 32%-ით გაიზარდა ვაშლის ღირებულებაც.
ცნობისთვის, საქსტატმა სექტემბრის ინფლაციის ამსახველი ანგარიში დღეს გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ფასების წლიური დონე 4.8%-ით არის მომატებული. ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით ქვეყანაში ყველაზე მეტად გაძვირებული საქონლის ჩამონათვალი:
| # | დასახელება | ფასის წლიური ცვლილება |
| 1 | ატამი | 84.5% |
| 2 | ლიმონი | 81.9% |
| 3 | ქლიავი | 79.1% |
| 4 | მსხალი | 61.1% |
| 5 | მწვანე ლობიო | 55.2% |
| 6 | კიტრი | 46.0% |
| 7 | საზამთრო | 36.8% |
| 8 | მწვანილი | 36.1% |
| 9 | ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი | 35.0% |
| 10 | ვაშლი | 32.0% |
რაც შეეხება ყველაზე გაიაფებულ საქონელს, ყველაზე მეტად - 30.1%-ით დათბუნული ქურთუკი გაიაფდა, ბავშვის ქურთუკი 24%-ით, ქალის ქურთუკი კი 21%-ით. საქსტატი ასევე წერს, რომ პომიდორი წელს წინა წელთან შედარებით 17%-ით გაიაფდა, თვითმფრინავით მგზავრობა კი 14.8%-ით.
| # | დასახელება | ფასის წლიური ცვლილება |
| 1 | მამაკაცის დათბუნებული ქურთუკი | -30.1% |
| 2 | ბავშვის ქურთუკი | -24.4% |
| 3 | ქალის დემისეზონური ქურთუკი | -21.3% |
| 4 | მამაკაცის ზამთრის ფეხსაცმელი | -20.9% |
| 5 | პომიდორი | -17.0% |
| 6 | მაცივარი | -16.9% |
| 7 | ქალის ქვედაკაბა | -14.9% |



