1692630000 • სხვადასხვა
ბოსტნეული 25.8%-ით, პური 21%-ით, ხორცი 10.2%-ით, ხოლო შაქარი 9.8%-ით გაძვირდა - ინფლაცია საქართველოში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 8.1 პროცენტი შეადგინა. 2023 წლის თებერვალში კი, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე -0.3 პროცენტია.
სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება 2023 წლის თებერვლის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში ასეთია:
🔴 სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 14.0
🔴 ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 7.3
🔴 ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 2.0
🔴 საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 12.4
🔴 ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - 10.1
🔴 ჯანმრთელობის დაცვა - 7.6
🔴 ტრანსპორტი - 2.6
🔴 კავშირგაბმულობა -2.9
🔴 დასვენება, გართობა და კულტურა - 4.5
🔴 განათლება - 7.2
🔴 სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 14.8
🔴 სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 12.2
საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი და ჯანმრთელობის დაცვა.
🔴 ბოსტნეული და ბაღჩეული 25.8%-ით
🔴 პური და პურპროდუქტები 21.0%-ით
🔴 რძე, ყველი და კვერცხი 17.2%-ით
🔴 ყავა, ჩაი და კაკაო 14.5%-ით
🔴 მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 12.2%-ით
🔴 თევზეული 12.1%-ით
🔴 ხორცი და ხორცის პროდუქტები 10.2%-ით
🔴 შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 9.8%-ით გაძვირდა
🔴 ამასთან, ფასები -0.3 პროცენტით შემცირდა ხილსა და ყურძენზე
ხოლო ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების
ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ჯანმრთელობის დაცვა, ტრანსპორტი, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები.
პროცენტული ცვლილება წინა თვესთან შედარებით ასეთია:
🔴 სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 1.2
🔴 ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო 0.0
🔴 ტანსაცმელი და ფეხსაცმელი -1.2
🔴 საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი -0.4
🔴 ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა 0.4
🔴 ჯანმრთელობის დაცვა -4.9
🔴 ტრანსპორტი -1.5
🔴 კავშირგაბმულობა -0.5
🔴 დასვენება, გართობა და კულტურა 0.1
🔴 განათლება 0.0
🔴 სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 0.3
🔴 სხვადასხვა საქონელი და მომსახურება 0.6