ესპანეთში წყალდიდობისა და ქარიშხლის მსხვერპლთა რიცხვმა 95-ს მიაღწია - როგორია სტიქიის შედეგები (ფოტო)

სტიქია ესპანეთში

ესპანეთში, ვალენსიის რეგიონში, წყალდიდობისა და ქარიშხლის მსხვერპლთა რიცხვმა 95-ს მიაღწია. ათობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, დაზიანებულია ათასობით შენობა.

ესპანეთში ამინდის განგაშის ყვითელი დონე ძალაში რჩება.

წყალდიდობა და ქარიშხალი, რომელსაც დანა „ეწოდა“, ესპანეთს 29 ოქტომბერს დაატყდა თავს.

ეს წყალდიდობა ყველაზე დამანგრეველი იყო ქვეყნის ისტორიაში თითქმის ბოლო 30 წლის განმავლობაში. ბოლო ასეთი წყალდიდობა ბიესკასში 1996 წელს მოხდა, რის შედეგადაც 87 ადამიანი დაიღუპა და 180 დაშავდა.

Getty Images

EPA

Getty Images

\

EPA

EPA

Getty Images