ინფიცირების შემთხვევები სამთო კურორტებზე იმატებს

კურორტი გოდერძი

ზამთრის სეზონიდან გამომდინარე, სამთო კურორტებზე ინფიცირების მაჩვენებელი მატულობს.

აქედან გამომდინარე საკოორდინაციო საბჭო დამსვენებლებს რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებს.

"ვინც სამთო კურორტებზე დასასვენებლად იმყოფება, ძალიან მნიშვნელოვანია,  მაქსიმალურად დაიცვას წესები და რეგულაციები, განსაკუთრებით, აქცენტი უნდა გაკეთდეს პირბადის ტარებაზე, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ შემთხვევაში", - აღნიშნა უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.