რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ვალუტა

ეროვნული ბანკის მიერ 9 ივნისს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7311 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1186 ლარია.

გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7300 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.7250 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1200 ლარად, გაყიდვა კი 3.1100 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7300 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7280 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1150 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1000 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7280 ლარად, გაყიდვა კი - 2.7250 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1150 ლარად, გაყიდვას კი - 3.1000 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7300 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7050 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1200 ლარად, გაყიდვა კი 3.0800 ლარად შეუძლიათ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.