რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

ოქრო და ვერცხლი

საქართველოში ოქროს ფასი კვლავ გაიზარდა. ამ დროისთვის თბილისის ოქროს ბირჟაზე 999-სინჯიანი 1 გრამი ოქრო 379. ლარი ღირს, 750-სინჯიანი - 284 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი 1 გრამი ოქროს ფასი 221 ლარია.

გაძვირდა ვერცხლიც. 800 სინჯის 1 გრამი ვერცხლი 4.20 ლარი ღირს, ხოლო 999 სინჯის - 5.24 ლარი.

მსოფლიო ბირჟებზე კი ერთი უნცია ოქრო, თბილისის დროით 12:30 საათისთვის, 4 216 დოლარი ღირს, რაც ერთდღიან პერიოდში 0.59%-ით დაკლებული ფასია. 2.15%-ით არის მომატებული ვერცხლის ფასი, ამ დროისთვის ერთი უნცია ბირჟებზე 57.31 დოლარი ღირს.