რა ღირს ოქრო და ვერცხლი მსოფლიო ბირჟებსა და საქართველოში

ოქრო და ვერცხლი

მსოფლიო ბირჟებზე ერთი უნცია ოქრო, თბილისის დროით 12:30 საათისთვის, 4 005 დოლარი ღირს, რაც ერთდღიან პერიოდში 0.55%-ით გაზრდილი ფასია. 0.91%-ით არის მომატებული ვერცხლის ფასი, ამ დროისთვის ერთი უნცია ბირჟებზე 48.62 დოლარი ღირს.

რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის თბილისის ოქროს ბირჟაზე 999-სინჯიანი 1 გრამი ოქრო 357 ლარი ღირს, 750-სინჯიანი - 268 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი 1 გრამი ოქროს ფასი 209 ლარია.

რაც შეეხება ვერცხლს, 800 სინჯის 1 გრამი ვერცხლი 3.56 ლარი ღირს, ხოლო 999 სინჯის - 4.45 ლარი.