რა ქონებით ტოვებს გდდ-ს დირექტორის თანამდებობას ზვიად ხარაზიშვილი

ზვიად ხარაზიშვილი

ზვიად ხარაზიშვილმა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის პოსტი დატოვა. შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ მას ამ თანამდებობაზე რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, ზვიად ხარაზიშვილი სანქცირებულია არაერთი ქვეყნის მიერ. კერძოდ, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა მას სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესა. ამასთანავე, მის წინააღმდეგ ამერიკას, დიდი ბრიტანეთსა და ჩეხეთს დაწესებული აქვთ ეკონომიკური, ფინანსური, სავიზო და სამოგზაურო ტიპის სანქციებიც.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ზვიად ხარაზიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ვაჟა სირაძე სანქცირებულია რამდენიმე ქვეყნის მიერ. კერძოდ, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, მის წინააღმდეგ ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვები შემოიღეს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი.

როგორც ცნობილია, თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები ანტიკორუფციული ბიუროს ვებ-გვერდზე უნდა იყოს საჯაროდ განთავსებული, თუმცა, რამდენიმე თვეა ეს ინფორმაცია საიტზე ხელმისაწვდომი არ არის. ამის მიზეზად პორტალის ტექნიკური სამუშაოები სახელდება. თუმცა, სანამ ეს დეკლარაციები ჯერ კიდევ საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი, არასამთავრობო ორგანიზაციამ IDFI-მ მოამზადა შესაბამისი ბაზა, სადაც თავმოყრილია 2017-2024 წლების (პორტალზე წვდომის სრულად შეზღუდვამდე) თანამდებობის პირთა მიერ შევსებული დეკლარაციები.

როგორც IDFI-ს ამ ბაზაში ჩანს, ზვიად ხარაზიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2024 წლის ივნისში შეავსო.

რა ქონებით მიდის ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) გდდ-ს დირექტორობიდან

ქონებრივი დეკლარაციის შევსების პერიოდისთვის მის საკუთრებაში იყო 3 მიწის ნაკვეთი, აქედან 2 „რეფორმით“ არის მიღებული, ხოლო ერთი - 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, 2010 წელს 3000 დოლარად აქვს შეძენილი.

გარდა ამისა, ხარაზიშვილს ეკუთვნის ბინა თბილისში, რომელიც 2005 წელს 15 000 აშშ დოლარად შეიძინა. დოკუმენტების მიხედვით, მას საკუთრებაში ავტომობილი ან სხვა მოძრავი ქონება არ უფიქსირდება.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ის ფლობდა 5 443 ლარს საბანკო ანგარიშზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ხარაზიშვილს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე, ხელფასის სახით 2023 წელს 111 363 ლარი აქვს მიღებული.

ამასთან, 2024 წლის ივნისში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ხარაზიშვილი შპს „სარანგის“ 50%-იანი წილის მფლობელიც იყო, კომპანიის საქმიანობიან მისმა წლიურმა შემოსავალმა 26 015 ლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ შპს "სარანგი" 2014 წელს დაფუძნებული კერძო დაცვის კომპანია, რომლის 50-50%-იან წილებს ფლობდნენ ზვიად ხარაზიშვილი და ზვიად ჭოხონელიძე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ რეესტრის 2024 წლის ოქტომბრის ამონაწერის მიხედვით, ხარაზიშვილი აღარ ფიქსირდება "სარანგის" მეწილედ და მის ნაცვლად კომპანიის 50%-იანი წილი არის ალიკა ნადირაძის საკუთრებაში.